აგარის სტელა
აგარის სტელა — მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლი ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაქალაქევთან.
სტელა არის ბაზისში ჩასმული, თავზე ადგას ქვის ჯვარი, რომელზეც ერთი მხრიდან წრეში ჩასმული ჯვარია გამოსახული. ქვის ჯვარის სამი ფრთა მომრგვალებული ფორმისაა, ხოლო მეოთხე წაგრძელებული ფეხით ჩასმული არის სტელის ფოსოში. სტელის ზედა ნაწილზე, სამი მხრიდან გამოსახული არის რელიეფური ორნამენტი, ვარდულები. ხოლო მეოთხე მხარე, სამხრეთ მხრიდან დაზიანებული არის და სავარაუდოდ იმ მხარესაც მსგავსი ორნამენტი უნდა ყოფილიყო. ბაზისი რომელიც ნაწილობრივ მიწაში არის ჩასმული მართკუთხა ფორმისაა და ცენტრში ასევე მართკუთხა ფორმის ფოსო აქვს, სადაც სტელა არის ჩასმული. სამხრეთ-დასავლეთის მხრიდან მასზე ამოკვეთილი არის ჯვარი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 21200