აგარის ნამოსახლარი

აგარის ნამოსახლარიარქეოლოგიური ძეგლი ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ თმოგვთან. ნამოსახლარზე დიდი რაოდენობის კერამიკის ფრაგმენტი დაფიქსირდა. ბორცვებს აკავშირებს ჩრდილო-აღმოსავლეთის მხრიდან გზა, რომლის ზედაპირზე კარგად ჩანს სპეციალურად ნათალი კლდე, იმისათვის რომ ზედაპირი მოსწორებული ყოფილიყო. ბორცვებს შორის მდებარე უნაგირზე ჩანს მშრალად ნაგები ნაგებობების კვალი, ხოლო სამხრეთ უკიდურეს ბორცვზე ჩანს სათავდაცვო კედლის ფრაგმენტი, რომელიც ბორცვს შემოუყვებოდა კიდეზე. შიდა სივრცეში ორ დონეზე ტერასულად არის მშრალად ნაგები შენობების კედლის ნაშთები. ბორცვი არის მტკვრისა და დუმეილას, არდაგანკი ხეობების კიდეში და აქვს საკმაოდ დომინანტური მდებარეობა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 21206