აბშრა (აფხ. аҧшьырҳа — აფშირჰა) — მასიურ ხეში ამოღებული ჭურჭელი, რომელსაც აქვს ხისავე თავსახური და სალტეები სიმაგრისათვის. გამოიყენებეოდა ყველის, ერბოს, ნადუღის და მისთ. შესანახად. გამოიყენებოდა სამეგრელოშიც.

აბშრა

ეტიმოლოგია

რედაქტირება

ბუყინი // ბუყუნი // ბუკუნი “რძის ჩასაწური” (ჯავახიშვილი, 1986, 222); “ყველის შესანახი ჭურჭელი” (ელიავა, 1989, 28); “ხისგან საგანგებოდ დამზადებული ჭურჭელი, კასრი, რომელსაც იყენებენ რძის ჩასასხმელად, მაწვნის შესადედებლად” (ქაჯაია, 2001, 273); “ხის ჭურჭელი მაწვნისათვის” (ყიფშიძე, 1914, 210; სახოკია, 1985, 366; ჭარაია, 1997, 45). შდრ. იმერ. ბოკონი “ყველის ჩასადები (ამოსაყვანი) ჭურჭელი” (ჯავახიშვილი, 1986, 184), ლეჩხ. ბოკონი “საწველელი, ხის ჭურჭელი საწველად” (გიგინეიშვილი, 1961, 675); საერთოქართველურ დონეზე აღდგენილია *ბოყუ̂ “ხის ჭურჭელი” > ქართ. ბოყვ-ი : ზან. ბუყუნი // ბუჸუნი < *ბუყუ̂-ინ-ი : სვან. ბეყუ̂ // < ბოყუ̂ (ჩუხუა, 2003, 66).

მეგრულიდან არის ნასესხები აფხაზური ა-ბყჷლ “ხის ჭურჭელი რძის შესადედებლად” (ბღაჟბა, 1964, 263; არშბა, 15; კვარჭია, 1981, 51); ბზიფურში გადმოიცემა ა-ბაკ°ჷლ სახით “ყველის დასამარილებელი და შესანახი ხის ჭურჭელი” (ბჟანია, 1962, 128; ინალ-იფა, 1986, 158); უბიხური ბაყ°ჷრ-სათვის სესხების შუალედური რგოლია აფხაზური (შაგიროვი, 1989, 139, 140).

ა-ფშჷრჷა “სარქვანი; მთლიანი ხისგან გამოთლილი ცილინდრისებური ჭურჭელი” (ჯანაშია, 1954, 284); “ყველის შესანახი ჭურჭელი” (ბჟანია, 1962, 128; არშბა, 1980, 51). სიტყვა გვხვდება აბაზურშიც ფშირჷა ფორმით.

მეგრული აფშირჷა “ხის ჭურჭელი მაწვნისთვის” (ყიფშიძე, 1914, 197); აბშირა “ახლადამოღებული სულუგუნის კალაპოტი” (ჯავახიშვილი, 1986, 223); ავშირა // აბშირა “სულუგუნის ჩასადები ჩარჩო” (ქაჯაია, 2001, 165); აბშიხა // აბშირყა “მაწვნის ჭურჭელი” (წალენჯ.) აფხაზურიდან ნასესხობად განიხილება, მაგრამ არადამაჯერებლად ჟღერს სამეცნიერო ლიტერატურაში გამოთქმული მოსაზრება: ვ. კვარჭიას ეტიმოლოგიით ტერმინი იყოფა ა-ფშ “გვერდი” და რჷა “გამოწეული, გამოზნექილი” ელემენტებად (კვარჭია, 1981, 124).

სიტყვა შეთვისებული აქვს დასავლურ-ქართველურ დიალექტებს; იმერ. აფშარა “ყველის კალაპოტი” (ჯავახიშვილი, 1986-ა, 184), ლეჩხ. აფშარა “სულუგუნის კალაპოტი” (ღლონტი, 1974, 144), გვხვდება ტოპონიმებში: აფშირაშ დჷნადგჷმ “სადაც აფშირა დადგეს” (ზედმ. “აფშირას დანადგამი”) _ ფართო მინდორი სამურზაყანოს მთაში; აფშირაშ სუკი “აფშირას სერი” _ ბორცვი; აფშირაშ გინალ “აფშირას გადასასვლელი” _ უღელტეხილი (ცხადაია, 1999, 229).