აბუ დაჰბალ ალ-ჯუმაჰი
ვაჰბ იბნ ზამა აბუ დაჰბალ ალ-ჯუმაჰი (არაბ. أبو دهبل وهب بن زمعة الجمحي; დ. 640 — გ. 716) — არაბი პოეტი კურაიშის გვარისა. მოღვაწეობდა მექაში. ხალიფატის შინააშლილობაში ომაიანების წინააღმდეგ გამოდიოდა. იყო ე. წ. ახალი მიმართულების წინამორბედი პოეტი. სახელი გაითქვა როგორც ლირიკოსმა. მისი პოეზიის მთავარი თემაა სიყვარული. წერდა ოდებსაც და პოლიტიკური შინაარსის ელეგიებსაც.
აბუ დაჰბალ ალ-ჯუმაჰი | |
---|---|
არაბ. أبو دهبل وهب بن زمعة الجمحي | |
დაბადების თარიღი | 640 |
გარდაცვალების თარიღი | არაუადრეს 716 |
საქმიანობა | პოეტი |
ენა | არაბული ენა |
მოქალაქეობა | არაბთა სახალიფო |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 43.