აბსუაჟი
აბსუაჟი (აფხ. Аԥсуажь[1] — „აფხაზური ყურძენი“) — ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში აფხაზეთიდან.
ბოტანიკური აღწერა
რედაქტირებაზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, ოვალური, სამნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია თხელი აბლაბუდისებრი შებუსვით. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომის, კონუსური ფორმის, მხრიანი, საკმაოდ კუმსი. მარცვალი საშუალო ზომისაა, ოვალური შავი ფერის. თხელკანიანია, ცვილისებრი ფიფქით ოდნავ დაფარული. რბილობი წვნიანი აქვს, წვენი — უფერული.
ვაზი საშუალოზე ძლიერი ზრდისა და მცირემოსავლიანია.
აბსუაჟისაგან მიიღება სუფრის წითელი ღვინო.
ლიტერატურა
რედაქტირება- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 9
სქოლიო
რედაქტირება- ↑ жур. «Абаза», №2 (19), 01 декабря, 2015