აბსოლუტური ეთიკა
აბსოლუტური ეთიკა — ტერმინი შემოიღო ჰ. სპენსერმა იმ სრულყოფილი ზნეობრივი ნორმების აბსტრაქტული სისტემის დასახასიათებლად, რომელიც აწესრიგებს „იდეალური“ ადამიანის ქცევას „იდეალურ საზოგადოებაში“. აბსოლუტური ეთიკის პრინციპებს სპენსერი იყენებდა რეალურ პირობებში რეალური ადამიანების ქცევის შეფასების საზომად. თანამედროვე კაპიტალისტურ ფილოსოფიაში ამ ტერმინით აღნიშნავენ აგრეთვე ეთიკის იდეალისტურ სისტემებს, რომლებსაც ძირითადი მორალური ნორმების დოგმატიკურობის პრინციპები უდევს საფუძვლად. ფილოსოფები ამტკიცებენ რომ ეს პრინციპი ადამიანთა ისტორიისაგან, მათი ეროვნული და კლასობრივი მრწამსისაგან მომდინარეობს და უშუალოდ „ღვთის ბუნებისაგან“ (თეოლოგიური ეთიკა) ან თვით აბსტრაქტული ადამიანის „ძირითადი მოთხოვნილებისაგან“ (კანტის კატეგორიული იმპერატივი) გამომდინარეობს. აბსოლუტური ეთიკას ფილოსოფიაში უპირისპირდება ეთიკური რელატივიზმი, რომელიც აისახა ნიცშეანელობის ირაციონალურ ეთიკაში. არსებითად რელატივიზმის პრინციპია გატარებული პრაგმატიზმისა და ეგზისტენციალიზმის ეთიკაშიც. მორალში შეფარდებითი და აბსოლუტური ელემენტების თანაფარდობის საკითხი მეცნიერულად პირველად მარქსისტულმა ეთიკამ გადაჭრა. მარქსისტული ეთიკა, აღიარებს რა მორალის ისტორიისა და კლასობრივ ხასიათს, არ უარყოფს საყოველთაოდ მიღებულ მორალურ წესებს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 39.