აბრაამ არვილელი
აბრაამ არვილელი – მღვდელმოწამე აბრაამი, არვილელი ეპისკოპოსი. მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე ახალი სტილით 17 თებერვალი ძვ. სტ. (4 თებერვალი).
მღვდელმოწამე აბრაამი, არვილელი ეპისკოპოსი ეწამა სპარსეთში საპორ II-ის დროინდელ დევნულობისას. როდესაც წმინდანი შეიპყრეს და მოსთხოვეს, რომ მზისთვის ეცა თაყვანი, მან უპასუხა: „რა უგნურებაა, უარყო შემოქმედი და ქმნულს ეთაყვანო! განა მზე ღმერთმა არ შექმნა?!” აბრაამი სასტიკად გვემეს და აწამეს, ის კი მხურვალედ ლოცულობდა პირველმოწამის სიტყვებით: „უფალო, ნუ შეურაცხ ამათ ცოდვასა ამას, რამეთუ არა იციან, რას იქმან!” წმინდა მარტვილს მახვილით მოჰკვეთეს თავი.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- წმიდანთა ცხოვრება, ტომი I, თბილისი, 2001 წ.