აბრაამის მთა
აბრაამის მთა (ინგლ. Abraham Mountain) — 2 820 მ სიმაღლის მწვერვალი ალბერტაში, კანადაში[1]. მდებარეობს ჩრდილოეთ სასკაჩევანის მდინარის ველზე, კლდოვან მთებში, ოლსთოუნის მწვერვალის დასავლეთით. აბრაამის მთის აღმოსავლეთით მდებარეობს აბრაამის ტბა, რომელშიც მთის მდინარის ჩამონადენი ჩაედინება.
აბრაამის მთა | |
---|---|
Abraham Mountain | |
აბრაამის მთა | |
კოორდინატები: 52°16′04″ ჩ. გ. 116°27′53″ დ. გ. / 52.26778° ჩ. გ. 116.46472° დ. გ. | |
ქვეყანა | კანადა |
ტერიტორიული ერთეული | ალბერტა |
სიმაღლე | 2 820[1] მ |
შეფარდებითი სიმაღლე | 160[1] მ |
ტბის მსგავსად, მთას სახელი ეწოდა სილას აბრაამის საპატივსაცემოდ, იგი კოტენეის დაბლობისა და სასკაჩევანის ხეობის ნაკოდელი მკვიდრი იყო, რომელმაც მერი უორენს გიდობა გაუწია მისი ექსპედიციის დროს, 1906-1907 წლებში.[2]
აბრაამის მთა შედგება დანალექი ქანებისგან, რომელიც პრეკამბრიული პერიოდიდან, იურულ პერიოდამდე ყალიბდებოდა.[3]
კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციის თანახმად, აბრაამის მთა სუბარქტიკულ კლიმატურ სარტყელში მდებარეობს, შესაბამისად, მისი კლიმატი ცივი ზამთრითა და რბილი ზაფხულით ხასიათდება.[4]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 Abraham Mountain
- ↑ Ross, Jane; Kyba, Daniel (2016) The David Thompson Highway Hiking Guide, 2nd, Rocky Mountain Books, გვ. 167.
- ↑ Gadd, Ben. (2019)Geology of the Rocky Mountains and Columbias. bengadd.com.
- ↑ Peel, M. C.; Finlayson, B. L.; McMahon, T. A. (2007). „Updated world map of the Köppen−Geiger climate classification“. Hydrol. Earth Syst. Sci. 11: 1633–1644. ISSN 1027-5606.