აბოტი (მთვარის კრატერი)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აბოტი.

კრატერი აბოტი (ლათ. Abbot), Apollonius K (იწოდებოდა 1973 წლამდე) — დარტყმითი მეტეორიტული კრატერი მთვარეზე. მდებარეობს მთვარის ხილული მხარის ეკვატორულ ნაწილში. სახელი ეწოდა ამერიკელი ასტროფიზიკოსის ჩარლზ აბოტის პატივსაცემად (დამტკიცებულ იქნა საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის მიერ 1973 წელს).

მთვარის კრატერი
აბოტი
Abbot
მონაცემები
დიამეტრი 10.4 კმ
მოცულობა 40 კმ³
უდიდესი სიღრმე 2700 მ
ტიპი დარტყმითი კრატერი
სახელწოდება
ეპონიმი ჩარლზ აბოტი
დამტკიცებულია IAU (1973)
მდებარეობა
5.56° ს. გ. 54.74° ა. გ. / 5.56° ს. გ. 54.74° ა. გ. / -5.56; 54.74
ციური სხეული მთვარე
აბოტი (მთვარის კრატერი) — მთვარე
აბოტი (მთვარის კრატერი)
აბოტი ვიკისაწყობში

კრატერის აღწერა

რედაქტირება
 
ზონდ Lunar Orbiter-IV-ის მიერ გადაღებული ფოტოსურათი

კრატერი მდებარეობს მთიან მხარეში, კრიზისების ზღვასა და ნაყოფიერების ზღვას შორის. კრატერის აღმოსავლეთით არის კრატერი ბომბელი, სამხრეთით — აპოლონიუსის ნაპრალები (Rimae Apollonius)[1]. კრატერის ცენტრის სელენოგრაფიული კოორდინატებია 5°34′N 54°44′E / 5.56° ჩ. გ. 54.74° ა. გ. / 5.56; 54.74, დიამეტრი 10.4 კმ[2], სიღრმე 2.7 კმ[3].

კრატერი თასის ფორმისაა ლილვის გლუვი შიდა დახრილობით. მორფოლოგიური მახასიათებლების მიხედვით, ის შეიძლება კლასიფიცირდეს, როგორც ALC ტიპის (დასახელებული ალ-ბატანის C კრატერის მიხედვით). ზვინულის მაქსიმალური სიმაღლე მთვარის ზედაპირიდან არის 370 მ, მოცულობა — დაახლოებით 40 კმ³[4].

1973 წლამდე იწოდებოდა, როგორც აპოლონიუს K (Apollonius K).

სატელიტური კრატერები

რედაქტირება

აბოტის კრატერს სატელიტური კრატერები არ გააჩნია.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Кратер Аббот на карте LAC-62.. ციტირების თარიღი: 2019-12-02
  2. Справочник Международного Астрономического Союза. ციტირების თარიღი: 2019-12-02
  3. John E. Westfall’s Atlas of the Lunar Terminator, Cambridge Univ. Press (2000). ციტირების თარიღი: 2012-11-23
  4. Lunar Impact Crater Database. Losiak A., Kohout T., O’Sulllivan K., Thaisen K., Weider S. (Lunar and Planetary Institute, Lunar Exploration Intern Program, 2009); updated by Öhman T. in 2011. Archived page