აბკლაჩი
აბკლაჩი (გერმ. Abklatsch) — ფილატელიაში ამ ტერმინით მოიხსენიებენ ისეთ საფოსტო მარკას, რომლის ზურგზე ანუ უკანა მხარეს გამოსახულია სიუჟეტის სარკული ანარეკლი.
ჩვეულებრივ აბლკაჩი მიიღება ნორმალური ბეჭდვითი პროცესის შეფერხების შედეგად. ამისი მიზეზი შეიძლება იყოს:
- ბეჭდვის პროცესში ანაბეჭდის აცურება - შედეგად ფურცელზე იბეჭდება შებრუნებული გამოსახულება.
- საღებავის სქელი ფენა და თხელი ფორებიანი ფურცელი - საღებავი ჟღინთავს ქაღალდს ისე ,რომ ფურცლის მეორე მხარეს გაჟონავს და ფერად სარკულ გამოსახულებას ქმნის.
- ცურცლების მიწოდების შეფერხება ბეწდვის დროს - ჯერ კიდევ საღებავ შეუმშრალი ფურცელი ზედ ედება სუფთა ფურცელს და საღებავის გადასვლის შედეგად მასზე სარკულ გამოსახულებს ქმნის.
აბკლაჩის დაბეჭდვის დროს, შესაძლოა გამოსახულება წარმოიქმნას ერთ, რამდენიმე ან ყველა ფერის საღებავის გადასვილის შედეგად. გამოსახულება შეიძლება იყოს პირდაპირი ან შებრუნებული. მარკა აბკლაჩად არ ჩათვლება, თუ ნახატი ზუსტად არის დაბეჭდილი წებოვან ზედაპირზე. ეს ხდება მაშინ, როდესაც გუმირებული ქაღალდი წებოვანი ზედაპირით მხრიდან ხვდება საბეჭდ დაზგაში.
აბკლაჩი წარმოადგენს მარკის ფილატელისტურ სახესხვაობას და ტრადიციული ფილატელიის ერთ-ერთი ექსპონატია.
თანამედროვე პოლიგრაფიული ტექნიკის დახვეწის გამო ბეჭდვითი ხარვეზები იშვიათად ხდება და შესაბამისად აბკლაჩიც იშვიათობას წარმოადგენს.
აბკლაჩი ბელორუსიის უნომინალო მარკის ფურცელზე | |
---|---|
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს საფოსტო მარკების კატალოგი
- Азбука филателиста: Филателия. (1992) N.1. С. 52—53.
- Большой филателистический словарь; Под общ. ред. Н.И. Владинца и В.А. Якобса. (1988) с.320 Зеркальный отпечаток ISBN 5-256-00175-2.