აბილინი (კანზასი)
აბილინი (ინგლ. Abilene) — ქალაქი ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანზასის შტატში, მდინარე სმოკი-ჰილის ნაპირებზე, ქალაქ სალინის აღმოსავლეთით. 6844 მცხოვრები (2010).
ქალაქი | |
---|---|
აბილინი | |
ქვეყანა | ამერიკის შეერთებული შტატები |
შტატი | კანზასი |
კოორდინატები | 38°55′11″ ჩ. გ. 97°13′02″ დ. გ. / 38.91972° ჩ. გ. 97.21722° დ. გ. |
დაარსდა | 1857 |
ფართობი | 12.118384 კმ², 12.119503 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 352±1 მეტრი |
მოსახლეობა | 6 460 (1 აპრილი, 2020)[1] |
სასაათო სარტყელი | UTC−6 |
სატელეფონო კოდი | 785 |
საფოსტო ინდექსი | 67410 |
ოფიციალური საიტი | https://www.AbileneCityHall.com |
დაარსდა 1858 წელს. ქალაქის მნიშვნელობა გაიზარდა მას შემდეგ, რაც გახდა სარკინიგზო ხაზის დაბოლოება და მას აქტიურად იყენებდნენ ტეხასელი საქონლის გადამრეკები. აბილინი გახდა ამერიკის „ველური დასავლეთის“ მესაქონლეობის ცენტრი. ამავდროულად ჰყვაოდა უკანონობა და ბანდიტიზმი, რომელსაც 1870-იან წლებში ებრძოდა ქალაქის მარშალი და „ველური დასავლეთის“ ცნობილი სახალხო გმირი ბილ ჰიკოკი. ამ ქალაქში გაატარა ბავშვობა აშშ პრეზიდენტმა დუაიტ ეიზენჰაუერმა, რომელიც დაკრძალულია აბილინის ეიზენჰაუერის ცენტრში (დუაიტ დ. ეიზენჰაუერის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა და სახლ-მუზეუმი).
ლიტერატურა
რედაქტირება- აბილინი (კანზასი) — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)