აბეტი (მთვარის კრატერი)
კრატერი აბეტი (ლათ. Abetti) — მცირე დარტყმითი მეტეორიტული კრატერი მთვარეზე. მდებარეობს მთვარის ხილული მხარზე, მოწმენდილობის ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. სახელი ეწოდა იტალიელი ასტრონომის ანტონიო აბეტის პატივსაცემად (დამტკიცებულ იქნა საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის მიერ 1976 წელს).
მთვარის კრატერი | |
---|---|
აბეტი | |
Abetti | |
მონაცემები | |
დიამეტრი | 1.6 კმ |
ტიპი | დარტყმითი კრატერი |
სახელწოდება | |
ეპონიმი | ანტონიო აბეტი |
დამტკიცებულია | IAU (1976) |
მდებარეობა | |
20.11° ჩ. გ. 27.82° ა. გ. / 20.11° ჩ. გ. 27.82° ა. გ. | |
ციური სხეული | მთვარე |
აბეტი ვიკისაწყობში |
კრატერის აღწერა
რედაქტირებაკრატერის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს არგეას მწვერვალი. კრატერის სამხრეთ-სამხრეთ-დასავლეთით არის კრატერი დოუ, სამხრეთ-აღმოსავლეთით — კრატერები ფაბრონი და ვიტრუვიუსი. კრატერის ჩრდილო-აღმოსავლეთით არის ლიტროუს ნაპრალი, აღმოსავლეთით — კარმენის ნაპრალი, სამხრეთ-აღმოსავლეთით — რუდოლფის ნაპრალი. კრატერის ცენტრის სელენოგრაფიული კოორდინატებია 20°07′N 27°49′E / 20.11° ჩ. გ. 27.82° ა. გ., დიამეტრი 1.6 კმ.
კრატერი განეკუთვნება მოჩენებით-მირაჟულ კრატერებს. ის სრულადაა დატბორილი ლავის მიერ, ხოლო მოწმენდილობის ზღვიდან მცირედ ამოყოფილი აქვს თავები ზვინულებს, რომელთა სიმაღლე 50 მეტრს შეადგენს. შედეგად, კრატერი ჩანს მხოლოდ მზეზე დაბალი კუთხით განათების შემთხვევაში.
აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა რუქაზე მითითებულია კრატერის სხვადასხვა მდებარეობა, ანუ კითხვა, თუ რა სტრუქტურა იგულისხმება ამ სახელწოდებით, ბოლომდე დახურული არ არის.
სატელიტური კრატერები
რედაქტირებაკრატერ აბეტს სატელიტური კრატერები არ გააჩნია.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- საერთაშორისო ასტრონომიული კავშირი — Abetti
- Цифровой фотографический атлас Луны.დაარქივებული 2020-11-27 საიტზე Wayback Machine.
- Селенологическая карта окрестностей кратера.დაარქივებული 2018-05-30 საიტზე Wayback Machine.
- Кратер Абетти на карте LAC-42.დაარქივებული 2017-07-28 საიტზე Wayback Machine.
- Кратер Абетти на карте LM-42.დაარქივებული 2018-05-30 საიტზე Wayback Machine.
- Топографическая карта окрестностей кратера (север).დაარქივებული 2016-08-07 საიტზე Wayback Machine.
- Топографическая карта окрестностей кратера (юг).დაარქივებული 2016-08-07 საიტზე Wayback Machine.
- Описание кратера на сайте The Moon-Wiki. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-05-31. ციტირების თარიღი: 2024-01-20.
- Andersson, L.E., and E.A. Whitaker, NASA Catalogue of Lunar Nomenclature, NASA Reference Publication 1097, October 1982.დაარქივებული 2014-10-06 საიტზე Wayback Machine.