სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ტუღუში.

აბესალომ ტუღუში (დ. 21 იანვარი, 1951, ზუგდიდი) — ქართველი ისტორიკოსი.

1972 წლიდან მუშაობს ზუგდიდის მუზეუმში. 1978 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. 1998 წელს ჩააბარა საკანდიდატო მინიმუმი. იმავე წლის 3 სექტემბერს ისტორიის ინსტიტუტში შედგა მისი საკანდიდატო დისერტაციის („ოდიშის სამთავრო 1657-1714 წლებში“) წინასწარი განხილვა, მაგრამ შემდეგ ოჯახური პირობების გამო ვერ შეძლო მისი დასაცავად წარდგენა.

გამოქვეყნებულია მისი 9 წიგნი და კრებულებსა და 80-ზე მეტი ნაშრომი საქართველოს ფეოდალური ხანის ისტორიის, წყაროთმცოდნეობის, ქართველთა რწმენა-წარმოდგენების ისტორიის, ფოლკლორისტიკისა და ლექსიკოლოგიის საკითხებზე. ამჟამად მუშაობს ლაზეთის ისტორიის მონოგრაფიულ შესწავლაზე და მეგრული გვარების ისტორიის მრავალტომეულზე.

ძირითადი ნაშრომები

რედაქტირება
  1. დემეტრე გურიელის მეფობის თარიღი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე, ტ. 111, 1, 1983, გვ. 165-167
  2. სამხრეთ-კავკასიური უძველესი ხუროთმოძღვრების ისტორიისათვის, ჟ. „საბჭოთა ხელოვნება“, 1984 წ. 10, გვ. 113-119
  3. ცხოვრება და ღვაწლი დედოფალ მარიამ დადიანისა, თბილისი, 1992
  4. ერთი უცნობი ხატის წარწერა [ლევან II დადიანის მიერ დასჯილი ვეზირის ვინაობა], კრ. „ქართული წყაროთმცოდნეობა“, ტ.VIII, თბ. 1993
  5. გვარის სოციალური ფუნქცია ფეოდალურ საქართველოში. ჟ. „ცისკარი“,1997 წ. 8,გვ.128-130
  6. სამეგრელოს სამთავროს ცენტრალური და ადგილობრივი მმართველობა, წიგნში „სამეგრელო, კოლხეთი, ოდიში“, თბ. 1999 წ. გვ.
  7. სამეგრელოს სამთავროს ისტორია (მეორე შესწორებული გამოცემა) ზუგდიდი 2001
  8. ცაიშის საეპისკოპოსო (ისტორია, ეპისკოპოსთა ქრონოლოგიური სია, დოკუმენტები), ზუგდიდი 2001
  9. უნგრული წყაროები საქართველოს შესახებ, ზუგდ. 2001
  10. აფხაზეთის სამთავროს წარმოშობის დროის საკითხისათვის, ზუგდ. 2002
  11. ლეჩხუმი XVII საუკუნის მეორე ნახევარში, ჟ. „მაცნე“ (ისტორიის სერია), 1988 წ. 1, გვ. 79-86
  12. ჩიქვანთა გამთავრების ისტორიიდან სამეგრელოში, ჟ. „რიწა“, 1991 წ. 135-141
  13. Peter Jomardidze, a Georgian public figure in 18-th century Poland, „PRO GEORGIA“ journal of Kartvelogical Studies, # 12 — 2005, ჭარსაწა, 2005. პპ.127-`128
  14. თოდოძეთა სასისხლო სიგელი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუგდიდის ფილიალის შრომები, ტ. II, თბ.2006, გვ.206-210
  15. ქართული ხატების იერუსალიმური უცნობი წარწერები, ჟ. „საფარველი“ (ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია), 2006 წ. 1, გვ.32

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკიწყარო
ვიკიწყაროში არის სტატია: