აბეოკუტა (ინგლ. Abeokuta, იორუბა. Abéòkúta) — ქალაქი სამხრეთ-დასავლეთ ნიგერიაში, მდ. ოგუნზე, რკინიგზით უკავშირდება ლაგოსს. მოსახლეობა (2006) — 451.607. დააარსეს დაახლოებით 1830 წელს ტომებს შორის ომებს გამოქცეულებმა. XIX საუკუნეში იორუბას ტომთა ერთ-ერთი ქვეჯგუფის — ეგბას მთავარი ქალაქი იყო. ხანგრძლივი საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა ბრიტანელებთან. 1851 წელს ბრიტანელების დახმარებით ეგბამ აბეოკუტასთან დაამარცხა დაჰომეის მეფე გეზოს ჯარები. 1914 წელს ქალაქი ბრიტანული ნიგერიის ნაწილი გახდა. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ აბეოკუტა ნიგერიის ერთ-ერთი აგრარული და საექსპორტო ცენტრია.

ქალაქი
აბეოკუტა
ინგლ. Abeokuta

ქვეყანა ნიგერიის დროშა ნიგერია
კოორდინატები 7°09′00″ ჩ. გ. 3°21′00″ ა. გ. / 7.15000° ჩ. გ. 3.35000° ა. გ. / 7.15000; 3.35000
დაარსდა 1825
ფართობი 879 კვადრატული კილომეტრი
ცენტრის სიმაღლე 66 მეტრი
ოფიციალური ენა იორუბა[1]
მოსახლეობა 888 924 (2012)
სასაათო სარტყელი UTC+1
აბეოკუტა — ნიგერია
აბეოკუტა

ლიტერატურა

რედაქტირება