აბელ-იტურალდეს პროვინცია

აბელ-იტურალდე — პროვინცია ბოლივიაში, ლა-პასის დეპარტამენტის ჩრდილოეთ ნაწილში. სახელი ეწოდა ბოლივიელი პოლიტიკოსის, აბელ იტურალდე პალასიოსის პატივსაცემად. მდებარეობს ბოლივიის ცენტრალური კორდილიერის ჩრდილოეთ კიდეზე. მისი დასავლეთი საზღვარი მდინარე მადრე-დე-დიოსზე გადის, აღმოსავლეთი კი მდინარე ბენიზე. პროვინცია ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ გადაჭიმულია 300 კმ-ზე, აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ 200 კმ-ზე, ხოლო მთლიანი ფართობი 42 815 კმ²-ს შეადგენს. პროვინციის ტერიტორიაზე ნაწილობრივ მდებარეობს მადიდის ეროვნული პარკი.

პროვინცია
აბელ-იტურალდეს პროვინცია
Provincia de Abel Iturralde
ქვეყანა ბოლივიის დროშა ბოლივია
კოორდინატები 13°10′00″ ს. გ. 68°00′00″ დ. გ. / 13.16667° ს. გ. 68.00000° დ. გ. / -13.16667; -68.00000
ფართობი 42 815 კმ²
სალაპარაკო ენები ესპანური, კეჩუა, აიმარა
მოსახლეობა 14 060 კაცი (2005)
სიმჭიდროვე 0.2 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTCGMT -4

მოსახლეობა

რედაქტირება

2005 წლის მონაცემებით, აბელ-იტურალდეს მოსახლეობა 14 060 ადამიანს შეადგენდა,[1] [2] მათი 98.3 %-თვის მშობლიური ენაა ესპანური, 12.1 %-თვის კეჩუა, 6.7 %-თვის აიმარა, ხოლო 9.8 % საუბრობს სხვა ადგილობრივ ენებზე.

მოსახლეობის 83.5 % წერა-კითხვის მცოდნეა. 87.0 % კათოლიკეა, 10.6 % პროტესტანტი.

პროვინცია შედგება ორი მუნიციპალიტეტისაგან, რომლებიც თავის მხრივ კანტონებად იყოფა. დედაქალაქია იშიამასი.

 
მდინარე მადრე-დე-დიოსი

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

კოორდინატები: 13°10′ ს. გ. 68°00′ დ. გ. / 13.167° ს. გ. 68.000° დ. გ. / -13.167; -68.000


  1. Instituto Nacional de Estadística. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-08-25. ციტირების თარიღი: 2011-03-26.
  2. Instituto Nacional de Estadística - Proyecciones. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-09-11. ციტირების თარიღი: 2011-03-26.