აბელი (მთვარის კრატერი)
კრატერი აბელი (ლათ. Abel) — დარტყმითი მეტეორიტული კრატერი მთვარეზე. მდებარეობს მთვარის უკანა მხარის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. სახელი ეწოდა ნორვეგიელი მათემატიკოსის ნილს აბელის პატივსაცემად (დამტკიცებულ იქნა საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის მიერ 1964 წელს). კრატერის წარმოქმნა ნექტარიამდელ პერიოდში ივარაუდება.
მთვარის კრატერი | |
---|---|
აბელი | |
Abel | |
მონაცემები | |
დიამეტრი | 137 კმ |
მოცულობა | 16,000 კმ³ |
უდიდესი სიღრმე | 1190 მ |
ტიპი | დარტყმითი კრატერი |
სახელწოდება | |
ეპონიმი | ნილს აბელი |
დამტკიცებულია | IAU (1964) |
მდებარეობა | |
34.63° ს. გ. 85.78° ა. გ. / 34.63° ს. გ. 85.78° ა. გ. | |
ციური სხეული | მთვარე |
აბელი ვიკისაწყობში |
კრატერის აღწერა
რედაქტირებაკრატერი მდებარეობს აღმოსავლეთის ზღვის ჩრდილო-დასავლეთ კიდეზე. კრატერის ჩრდილოეთით არის კრატერი ბარნარდი, სამხრეთით გამის და ჰამილტონის კრატერები[1]. კრატერის ცენტრის სელენოგრაფიული კოორდინატებია 34°38′S 85°47′E / 34.63° ს. გ. 85.78° ა. გ., დიამეტრი — 137 კმ[2], სიღრმე — 1,19 კმ[3].
კრატერის თავდაპირველმა ფორმამ განიცადა მნიშვნელოვანი დეფორმაცია, რაც მას მრავალკუთხედის ფორმას აძლევს. ლილვის სამხრეთ ნაწილს ფარავს სატელიტური კრატერი აბელ A, დასავლეთით — კრატერები აბელ L და აბელ M. ლილვის ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილი გადაფარავს პატარა კრატერის ნაშთებს. ზვინულის მაქსიმალური სიმაღლე მიმდებარე ტერიტორიის ზემოთ არის 1600 მ, კრატერის მოცულობა დაახლოებით 16000 კმ³. კრატერის თასის აღმოსავლეთი ნაწილი გათლილი იყო ლავის ნაკადებით, რის გამოც შედარებით ბრტყელი ტერიტორია დაბალი ალბედოით დარჩა. თასის დასავლეთი ნაწილი უფრო არათანაბარია და იგივე ალბედო აქვს, როგორც მიმდებარე ტერიტორიას.
აბელის კრატერთან აღმოაჩინეს მაგნიტური და გრავიტაციული ანომალიები.
სატელიტური კრატერები
რედაქტირებააბელი[2] | კოორდინატები | დიამეტრი, კმ |
---|---|---|
A | 36°19′S 85°48′E / 36.31° ს. გ. 85.8° ა. გ. | 27.8 |
B | 36°43′S 82°36′E / 36.72° ს. გ. 82.6° ა. გ. | 41.6 |
C | 36°08′S 81°25′E / 36.13° ს. გ. 81.41° ა. გ. | 36.8 |
D | 37°40′S 86°27′E / 37.67° ს. გ. 86.45° ა. გ. | 27.9 |
E | 37°32′S 84°26′E / 37.54° ს. გ. 84.44° ა. გ. | 14.0 |
J | 36°12′S 79°52′E / 36.2° ს. გ. 79.87° ა. გ. | 18.8 |
K | 34°41′S 77°28′E / 34.69° ს. გ. 77.46° ა. გ. | 9.9 |
L | 34°33′S 82°23′E / 34.55° ს. გ. 82.39° ა. გ. | 54.1 |
M | 32°23′S 83°31′E / 32.38° ს. გ. 83.52° ა. გ. | 91.0 |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- საერთაშორისო ასტრონომიული კავშირი — Abel
- Цифровой фотографический атлас Луныდაარქივებული 2020-11-27 საიტზე Wayback Machine.
- Снимки с борта Аполлона-8, Аполлона-14, Аполлона-15დაარქივებული 2020-11-27 საიტზე Wayback Machine.
- Описание кратера на сайте The Moon-Wiki. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-05-31. ციტირების თარიღი: 2024-02-11.
- Andersson, L.E., and E.A. Whitaker, NASA Catalogue of Lunar Nomenclature, NASA Reference Publication 1097, October
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Кратер Абель на карте LAC116. ციტირების თარიღი: 2020-07-05
- ↑ 2.0 2.1 Справочник Международного Астрономического Союза. ციტირების თარიღი: 2020-07-05
- ↑ John E. Westfall’s Atlas of the Lunar Terminator, Cambridge Univ. Press (2000). ციტირების თარიღი: 2012-11-24