აბდ ალ-რაჰმან მომანდი

აბდ ალ-რაჰმან მომანდი, რაჰმან ბაბა (პუშტუ رحمان بابا; დ. 1632, სოფ. ბაჰადური, პეშავარის მახლობლად — გ. 1706, პეშავარი) — ავღანელი პოეტი მომანდის ტომისა. წერდა პუშტუ ენაზე. განიცადა სპარსული სუფიური პოეზიის გავლენა, მაგრამ სიყვარულზე, რელიგიურ-მორალურ და სოციალურ თემებზე მარტივი, სასაუბრო ენით დაწერილი და ადამიანისადმი დიდი რწმენით გამთბარი მისი ლექსები მისაწვდომი და გასაგები იყო ხალხისათვის. ავღანეთში ყოველ გაზაფხულს აღინიშნება აბდ ალ-რაჰმან მომანდის დღე, იმართება პოეტთა პაექრობა — მუშაირა.

აბდ ალ-რაჰმან მომანდი
დაბადების თარიღი 1632
დაბადების ადგილი პეშავარი
გარდაცვალების თარიღი 1706
გარდაცვალების ადგილი პეშავარი[1]
დასაფლავებულია პეშავარი
ფსევდონიმი Abdur Rahmán Bábá
საქმიანობა პოეტი და მწერალი
მოქალაქეობა დიდ მოგოლთა იმპერია

ლიტერატურა

რედაქტირება