აბდ ალ-კადირ-ხან ხათაქი

აბდ ალ-კადირ-ხან ხათაქი (პუშტუ عبدالقدير خان خټک; დ. 1651 — გ. 1702) — ავღანელი პოეტი, ლირიკოსი. ხუშპალ-ხან ხათაქის შვილი და მისი ლიტერატურული მიმდევარი.

აბდ ალ-კადირ-ხან ხათაქი
პუშტუ عبدالقدير خان خټک
დაბადების თარიღი 1650
გარდაცვალების თარიღი 1702
საქმიანობა პოეტი და მწერალი
ენა პუშტუ

წერდა პუშტუ ენაზე, ხშირად იმეორებდა სპარსულენოვანი პოეტების სუფიურ მოტივებს, დასტიროდა სოფლის ამაოებას, ეტრფოდა ღმერთსა და სიკეთეს, ებრძოდა ბოროტებასა და ძალადობას. შექმნა ლექსთა დივანი. დაამუშავა ადამხანისა და დურხანის ლეგენდა, პუშტუ ენაზე თარგმნა საადის „გოლესთანი“ და აბდ ალ-რაჰმან ჯამის ნაწარმოებები.

ლიტერატურა

რედაქტირება