აბდუშელიშვილები (მხ. რ. აბდუშელიშვილი) — ქართული გვარი. ძირითადად გავრცელებულია ჭიათურის, საჩხერის მუნიციპალიტეტებში და თბილისში, აგრეთვე ქუთაისში. გადმოცემის მიხედვით ირანული სახელიდან („აბდუშაჰილ“) მომდინარეობს:

ვიკიციტატა
„აბდუშაჰილის ჩამომავლობა დღესაც არიან ჩვენში — აბდუშელიშვილები“

ალტერნატიული ფორმაა აბდუშელაშვილი, რომლის 53 წარმომადგენელი ცხოვრობდა საქართველოში 1995 წლის მონაცემებით. ამავე წელს 567 აბდუშელიშვილი იყო ცნობილი.[1] 2019 წელს ფიქსირდება 600 აბდუშელიშვილი და არცერთი აბდუშელაშვილი.[2]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • მაისურაძე, ი., ქართული გვარსახელები, გვ. 16, თბ., 1990.