აბდულჰაქ ჰამიდ თარჰანი

აბდულჰაქ ჰამიდ თარჰანი (თურქ. Abdülhak Hamit Tarhan; დ. 2 იანვარი, 1852, სტამბოლი — გ. 13 აპრილი, 1937, იქვე) — თურქი მწერალი, განმანათლებელი და სახელმწიფო მოღვაწე.

აბდულჰაქ ჰამიდ თარჰანი
თურქ. Abdülhak Hamit Tarhan
დაბადების თარიღი 2 იანვარი, 1852(1852-01-02)[1]
დაბადების ადგილი სტამბოლი[2]
გარდაცვალების თარიღი 13 აპრილი, 1937(1937-04-13)[1] [2] (85 წლის)
გარდაცვალების ადგილი სტამბოლი[2]
დასაფლავებულია ზინჯირლიქუიუს სასაფლაო
საქმიანობა პოეტი, დიპლომატი, პოლიტიკოსი და მწერალი[2]
მოქალაქეობა  თურქეთი[2]

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა არისტოკრატთა ოჯახში. სწავლობდა პარიზში. წლების მანძილზე ეწეოდა დიპლომატიურ მოღვაწეობას, 1928 წელს აირჩიეს დიდი ეროვნული მეჯლისის დეპუტატად. სამწერლო ასპარეზზე გამოვიდა XIX საუკუნის 70-იან წლებიდან. მის ჟანნრობრივად მრავალფეროვან შემოქმედებაში შეიმჩნევა რომანტიკული და რეალისტური ნაკადი, ერთმანეთში ერწყმის პესიმისტური და ოპტიმისტური განწყობილება. აბდულჰაქ ჰამიდ თარჰანი იყო პოეტური მეტრიკის ნოვატორი. თურქულ ლიტერატურაში საფუძველი ჩაუყარა ახალ ჟანრს — დრამატულ პოეზიას. წერდა დრამებს ლექსად („თავისუფლება“, „სარდანაპალი“ და სხვა), პოემებს („საფლავი“, 1885) და პიესებს („ინდოელის ქალიშვილი“, 1875 და სხვა), რომლებშიც ჭარბობს ფსიქოლოგიური ანალიზი. აბდულჰაქ ჰამიდ თარჰანი ეხმაურებოდა ეპოქის მოწინავე მისწრაფებებს. ილაშქრებდა სულთნის ტირანიისა და ინგლისელ კოლონიზატორთა წინააღმდეგ, იცავდა ქალის საზოგადოებრივ ინტერესებს.

ლიტერატურა

რედაქტირება