აბა (ნიგერია)

ქალაქი სამხრეთ ნიგერიაში
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აბა.

აბა (ინგლ. Aba) – ქალაქი სამხრეთ ნიგერიაში (აბიის შტატი), მდინარე აბაზე. 2006 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 534 265 ადამიანს,[2] ძირითადად ეთნიკური იგბო (2006). აბა მნიშვნელოვანი ეკონომიკური ცენტრია. ქალაქს ემსახურება რკინიგზის სადგური პორტ-ჰარკორტ-ენუგუს გზაზე.

ქალაქი
აბა
ინგლ. Aba
ქვეყანა ნიგერიის დროშა ნიგერია
კოორდინატები 5°07′00″ ჩ. გ. 7°22′00″ ა. გ. / 5.11667° ჩ. გ. 7.36667° ა. გ. / 5.11667; 7.36667
ფართობი 72 კვადრატული კილომეტრი
ცენტრის სიმაღლე 205±1 მეტრი
ოფიციალური ენა ინგლისური ენა
მოსახლეობა 1 160 000 (21 მარტი, 2022)[1]
სასაათო სარტყელი UTC+1
სატელეფონო კოდი 082
საფოსტო ინდექსი 450
ოფიციალური საიტი https://www.abiastate.gov.ng
აბა (ნიგერია) — ნიგერია
აბა (ნიგერია)

თავდაპირველად იყო იგბოს ტომის ხალხის დასახლებული პუნქტი. 1901 წელს აქ აშენდა დიდი ბრიტანეთის სამხედრო პოსტი, რომელიც 1915 წელს დაუკავშირდა პორტ-ჰარკორტს. იყო ბრიტანეთის კოლონიალური ადმინისტრაციის ადმინისტრაციული ცენტრი. 1929 წელს იყო კოლონიალური ხელისუფლების საგადასახადო პოლიტიკის წინააღმდეგ ქალთა ამბოხის ცენტრი. 1967—1970 წლებში იყო სეპარატისული ბიაფრის რესპუბლიკის დედაქალაქი[3].

ჩრდილოეთ ნიგერიიდან დევნილების დიდი ნაკადის შემოსვლის გამო გახდა ყველაზე უფრო დაჭუჭყიანებული ქალაქი ქვეყანაში. აბას ხშირად ეძახიან „სპილოების ქალაქს“.

ქალაქის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოირჩევა პროდუქტებით ვაჭრობა, პალმის ზეთის დამუშავება, საპნის და ლუდსახარში ქარხნები, ზეთის, ფარმაცევტული, საბურავის, ტრიკოტაჟის და საფეიქრო საწარმოები. ქალაქში არსებობს ბევრი სავაჭრო ცენტრი, ცნობილ ბაზარ „არიარიას“ ჩათვლით. სავაჭრო და ტექნიკური სასწავლო დაწესებულებები.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Nigeria: States & Agglomerations - Population Statistics, Maps, Charts, Weather and Web Information
  2. Abia (state, Nigeria) - Population. Citypopulation.de. ციტირების თარიღი: 25 July 2016.
  3. Opia, Eric Agume (1972). Why biafra? Aburi, Prelude to the Biafran Tragedy. San Rafael, CA: Leswing Press.