აბაცვიჟიქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში აფხაზეთიდან.

ბოტანიკური აღწერა

რედაქტირება

ზრდასრული ფოთოლი დიდი ზომის აქვს, სამ-ხუთნაკვეთიანი. ფოთლის ქვედა მხარეს სუსტადაა დაფარული აბლაბუდისებრ-ქეჩისებრი შებუსვით. ყვავილი მდედრობითი სქესისაა, მტევანი საშუალო ზომის, კონუსური ან ცილინდრულ-კონუსური ფორმის, საშუალო სიკუმსის. მარცვალი საშუალო ზომის, მომრგვალო ან შებრტყელებული ფორმის, წითელი ან ვარდისფერია. კანი სქელი, რბილობი — წვნიანი.

აბაცვიჟს ახასიათებს ძლიერი ზრდა და საშუალომოსავლიანობა. ყურძენი სრულ სიმწიფეში ნოემბრის მეორე ნახევარში შედის.

მიიღება სუფრის წითელი ღვინო, ასევე გამოიყენება სასუფრე ყურძნად.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 9