აბას აღალაროვი
აბას ფარჰად-ოღლუ აღალაროვი (აზერ. Abbas Fərhad oğlu Ağalarov) — აზერბაიჯანელი და საბჭოთა მოკრივე, სსრკ-ს წარმოადგენდა ნახევრადმსუბუქ წონით კატეგორიაში (57 კგ-მდე). საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი და საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელი, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი. ბაქოში არსებული საზოგადოება „დინამოს“ წევრი. სსრკ-ში 1937 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. რინგზე გამოსვლის დასრულების შემდეგ ის გახდა DSO „ბურევესტნიკი“-სა და „დინამო“-ს მწვრთნელი. აბას აგალოროვი რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტის ჰასან ბექ აღალაროვის შთამომავალი იყო. აბას აღალაროვი აზერბაიჯანული ბოქსის ფუძემდებლად ითვლება.[1] ის ასევე აზერბაიჯანის ფიზიკური კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტის ბოქსის კათედრას ხელმძღვანელობდა.
პირადი ინფორმაცია | |
---|---|
დაბ. თარიღი | 1911 |
დაბ. ადგილი | აზერბაიჯანი |
გარდ. თარიღი | 1967 |
წონა | 57 |
ქვეყანა | სსრკ |
ჯილდოები | სსრკ-ის დამსახურებული მწვრთნელი, სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი და საპატიო ნიშნის ორდენი |
მეხსიერება
რედაქტირება2004 წელს აბას აგალოვის ხსოვნის პატივსაცემად, 8-დან 11 დეკემბრამდე ბაქოში, ნაციონალურ ოლიმპიური კომიტეტის სპორტულ კომპლექსში, ჩატარდა საერთაშორისო ტურნირი კრივში. შეჯიბრებაში აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან და საქართველოდან 80 სპორტსმენი მონაწილეობდა. ტურნირში 57 კილოგრამის წონით კატეგორიაში, რომელშიც თავის დროზე აბას აღალაროვი გამოდიოდა, ქართველმა სპორტსმენმა კობა ფხაკაძემ გაიმარჯვა და სპეციალური ჯილდო მიიღო.[2] 2008 წელს აბას აღალაროვის ხსოვნის პატივსაცემად, 18-დან 21 დეკემბრამდე ბაქოში კიდევ ერთი საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა, რომელშიც უკვე 100 სპორტსმენი მონაწილეობდა 8 ქვეყნიდან: ინგლისიდან, შოტლანდიიდან, უელსიდან, რუსეთიდან, ყაზახეთიდან, უზბეკეთიდან, საქართველოდან და აზერბაიჯანიდან.[1]
ფოტოგალერეა
რედაქტირება-
აზერბაიჯანის სსრ ნაკრები ბოქსში 1928 წელს. მარცხნიდან მარჯვნივ: ა. ესაიანი, ფაერმანი, ა. შეპელევი, ვ. პოდდუბნი, ვ. ჩაჩაევი, ბეზმიატოვი და აბას აღალაროვი
-
აზერბაიჯანის სსრ და თურქეთის ნაკრები გუნდები. აბას აღალაროვი ქვემო რიგში მარჯვნიდან მეორე