აბასირი (მდინარე)
აბასირი (網走川) — მდინარე იაპონიაში, კუნძულ ჰოკაიდოზე. დაახლოებით 1000 წლის წინ, მდინარის აუზში დასახლდა ოხოტის კულტურა, რომელიც შემდეგ კუნძულის სიღრმეში გადაადგილდა. აბასირის ტბის ფსკერზე, ასევე აღმოჩენილია ჯომონის პერიოდის ნარჩენები (პრეისტორიული კულტურა იაპონიაში ძვ. წ. 14 000 – 300 წ.წ.)
აბასირი 網走川 | |
---|---|
ქვეყანა | იაპონია |
ქალაქები | ბიჰორო, ოზორა, იუბეცუ |
სიგრძე | 115 კმ |
აუზის ფართობი | 1, 380 კმ² |
აბასირი 網走川 ვიკისაწყობში |
მდინარე სათავეს იღებს იუბეცუში, აჰოროს მთის მწვერვალებზე, აკანის ვულკანურ კომპლექსში. სანამ მდინარე აბასირი შეუერთდება აბასირის ტბას, მას ერთვიან სხვა მდინარეები — იუბეცუ და ბიჰორო. მდინარე გამოდის აბასირის ტბიდან და ერთვის ოხოტის ზღვას.[1]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Abashiri River Japanese. Ministry of Land, Infrastructure and Transport and Tourism Hokkaido Regional Development Bureau. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-12-30. ციტირების თარიღი: 2009-05-07.