აბასთუმნის წყარო
აბასთუმნის წყარო — არქიტექტურული ძეგლი ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმანში. მდებარეობს სანატორიუმ „ზეკარის“ უკიდურესი მარჯვენა ფლიგელის უკან მდებარე სახლის ამოყვანილი ტერასის კედელზე. აღსანიშნავია, რომ სანატორიუმ ზეკარის ეს ნაწილი ქსენიას სასახლის სახელითაა ცნობილი, ხოლო მის უკან მდებარე სახლი სასახლის მოსამსახურე პერსონალისთვის აუგიათ. სწორედ ამ კომპლექსის ნაწილს წარმოადგენს გათლილი ქვის ფილებით ამოყვანილი წყარო, რომელსაც თაღოვანი შიდა სივრცე და ქვით შემოსაზღვრული წყლის ავზი აქვს. წყაროს ნაგებობა საკმაოდ სადაა და შესრულების მაღალი ტექნიკით გამოირჩევა. აღნიშნული წყარო ერთიან არქიტექტურულ კომპლექსს წარმოადგენს.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 20162