აბასთუმნის საცხოვრებელი სახლი (შოთა რუსთაველის 76)

არქიტექტურული ძეგლი

აბასთუმნის საცხოვრებელი სახლიარქიტექტურული ძეგლი ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმანში. რთული კონფიგურაციის მქონე ორსართულიანი შენობა XX საუკუნის დასაწყისშია აგებული. იგი რუსთაველის ქუჩის განაშენიანების შემადგენელი ნაწილია და ურბანული თვალსაზრისით მეტად საყურადღებოა. საკმაოდ წაგრძელებული ნაგებობა ქუჩის პირას ვიწრო ფასადით გამოდის. აბასთუმნის საცხოვრებელი სახლების უმეტესობის მსგავსად სამშენებლო მასალად გამოყენებულია უხეშად დამუშავებული ქვის ბლოკები და ხე. ქუჩის მხარეს არსებული შელესილი და შეთეთრებული ფასადის ცენტრალური ნაწილი, რომელიც ფრონტონითაა დასრულებული და სადა სწორკუთხა ღიობებით გახსნილი, შუშაბანდებითაა ორივე მხრიდან ფლანკირებული. ისინი თავდაპირველად აჟურულმოაჯირიან ღია აივნებს წარმოადგენდა. შუშაბანდი შენობის ერთ მხარეს გვერდითი ფასადის შუა წელამდე აღწევს. მის საპირისპიროდ ნაგებობა ქმნის საფეხურს, რითაც კეთდება მცირე უბე, რომელსაც ასევე გარშემო უვლის შემინული და ღია აივნები. აქედანვეა მოწყობილი მეორე სართულზე ასასვლელი ხის გადახურული აივნებიც.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ადიგენის მუნიციპალიტეტის ძეგლების სია

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 6276