აბასთუმნის საცხოვრებელი სახლი (შოთა რუსთაველის 72)
აბასთუმნის საცხოვრებელი სახლი — არქიტექტურული ძეგლი ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმნის ცენტრში.
სახლი ერთასრთულიანი ნაგებობაა. რუსთაველის ქუჩაზე გამომავალი ფასადი 3 მართკუთხა ფორმის დიდი ზომის ღიობითაა სიმეტრიულად დანაწევრებული. ცენტრალურ ღიობში შესასვლელი კარია მოწყობილი, სადაც 5-საფეხურიანი კიბით ასასვლელია. შესასვლელის თავზე სამკუთხა ფორმის ფრონტონია. გვერდითა ღიობებში ფანჯრებია ჩასმული. შენობას ორ-ორი თანაბარი ზომის ფანჯრის ღიობი ჰქონდა ჩრდილოეთ და სამხრეთ კედელში გაჭრილი, რომელთაგან ნაწილი ამოშენებულია დღეისათვის. უკანა ეზოში გამავალი ფასადი ასევე სიმეტრიულია, დანაწევრებულია ფანჯრისთვის გაჭრილი ოთხი ღიობით. ცოკოლის კედლებს მცირე ზომის სავენტილაციო ღიობები შემოუყვება. სახურავი ოთხფერდაა, გადახურულია თუნუქით. შიდა ეზოსკენ გამომავალ სახურავის დაფერდებაზე სამერცხლე ღიობია განთავსებული. ნაგებობას ორი ერთმანეთის პარალელული საბუხრე სვეტი აქვს ჩაშენებული, რომლებიც სახურავის დონიდან დაახლოებით ნახევარი მეტრის სიმაღლეზე არის ამომართული.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 19973