აბასთუმნის საცხოვრებელი სახლი (შოთა რუსთაველის 70)

არქიტექტურული ძეგლი

აბასთუმნის საცხოვრებელი სახლიარქიტექტურული ძეგლი ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმანში. აგებულია XIX საუკუნის დასასრულს.

მისი მთავარი ფასადის სიმეტრიულობა, ორ იარუსად განლაგებული ხის აჟურულ მოაჯირებიანი შუშაბანდით შუა ღერძზე ღიად დატოვებული ვიწრო მალებით, რომელთაგან ქვედაში კიბის მარშია ჩასმული, ამასთან ერთად, უხეშად დამუშავებული კლდის ფლეთილი ქვის გრძელი გვერდითი ფასადები, მათგან მარცხენა - საინტერესო შუშაბანდის ბლოკით, აივნითა და რკინის კიბით, საკმაოდ მასშტაბურ, საინტერესო და რთულ სივრცით-გეგმარებით კომპოზიციას ქმნის. ამ რიგის სხვა შენობათა მსგავსად სახლს გეგმით წაგრძელებული მართკუთხედის ფორმა აქვს და ქუჩიდან მთის ფერდამდე გრძელდება. შენობა ორი, ერთმანეთისგან ოდნავ აცდენილი ბლოკისგან შედგება. საყურადღებოა, მეორე სართულთან დამაკავშირებელი გარედან მიდგმული რკინის კიბე ყვავილისებრი წნულით მოაჯირებზე. სახლის უკანა ნაწილი მარჯვენა გვერდით ფასადზე ყრუა და მხოლოდ წინა ბლოკს აცდენილ, ნაშვერ მონაკვეთშია ჩასმული თითო, თლილი ქვის საპირეშემოვლებული ღიობი ორივე სართულზე. ამავე მხარეს სახლის წინა ნაწილიც ყრუ კედლით გამოდის, თუ არ ჩავთვლით ბოლო მონაკვეთს აღნიშნულ ნაშვერთან. აქ მას აივანი ჰქონდა, რაზეც მიუთითებს მეორე სართულის გაუქმებული კარი და ჩაჭრილი კოჭები.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 6217