აბასთუმნის საცხოვრებელი სახლი (შოთა რუსთაველის 64)

არქიტექტურული ძეგლი საქართველოში

აბასთუმნის საცხოვრებელი სახლიარქიტექტურული ძეგლი ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმანში. თარიღდება XIX საუკუნის დასაწყისით.

აბასთუმნის ერთ-ერთ ცენტრალურ, ყველაზე გრძელი ქუჩის გასწვრივ არსებული საცხოვრებელი სახლების უმეტესობა გამოირჩევა ინდივიდუალური, საინტერესო მხატვრული გადაწყვეტით, რომელიც ხშირ შემთხვევაში სცილდება არქიტექტურის აკადემიურ ფარგლებს და ხალხურ შემოქმედებას უახლოვდება. ძალზე გამომსახველი და სახასიათოა ამ ნაგებობის ქუჩისკენ სამწახნაგად შვერილი მოცულობა, რომლის თავზე სხვენის სართულის ორფერდა სახურავით გადახურული და ხის აჟურული დეტალებით გაფორმებული აივანია მოწყობილი. გეგმით სწორკუთხა, წაგრძელებული შენობა ვიწრო ფასადით გამოდის ქუჩისკენ. როგორც აღვნიშნეთ, იგი სამწახნაგადაა შვერილი. თითო წახნაგზე სარკმლის სწორკუთხა დიდი ღიობებია გაჭრილი. გრძივ ფასადებს ორივე მხრიდან გაუყვება ამჟამად ნახევრად ღია და შემინული, აჟურულმოაჯირიანი გალერეები. საცხოვრებელ სახლს აქვს მანსარდის სართული, რომელიც ქუჩისპირა მხარეს ორიგინალურადაა გადაწყვეტილი. ნაგებობის ძირითადი ნაწილი ქვისაა, სხვენის სართული - შეფიცრულია, ორფერდა, თუნუქით დაბურული სახურავი ეყრდნობა გრძივი კედლებიდან მძლავრად შვერილ ფიგურულ ხის კრონშტეინებს. ადგილობრივ ბინადართა გადმოცემით შენობა ვინმე მურადოვების კუთვნილ აგარაკს წარმოადგენდა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 6274