აბასთუმნის საცხოვრებელი სახლი (შოთა რუსთაველის 19)

აბასთუმნის საცხოვრებელი სახლიარქიტექტურული ძეგლი ადიგენის მუნიციპალიტეტის კურორტ აბასთუმანში.

ორსართულიანი შენობის მთავარი, კორპუსებისკენ მიმართული ფასადი ორ ზონად არის გაყოფილი, რომლებიც ერთმანეთისგან, ფასადის ცენტრში, მთელ სიღრმეზე არსებული ჩაღრმავებით იმიჯნებიან. ერთი - მარცხენა ზონა ხის აივნიანია, მეორე - სადა, შეულესავი, ორქანობა გადახურვით დაბურული და ფრონტონით აქცენტირებული. მარცხენა ზონის პირველი სართული აგურით ამოყვანილ თაღით არის მონიშნული. სავარაუდოდ აქ არსებული ფართო ღიობი ამოშენებულია და მის მაგივრად მომცრო ზომის სწორკუთხა კარია ჩასმული. ფართე, თითქმის მთელი პირველი სართულის კედლის სიბრტყის მომცველი თაღოვანი ღიობი გვაფიქრებინებს, რომ შესაძლებელია პირველი სართული სახელოსნოდ გამოიყენებოდა, მეორე, ხის ჭვირულ მოაჯირიანი, აწ უკვე შემინული, შეკიდულ აივნიანი სართული, კი საცხოვრებლად. ფასადის მეორე, მარჯვენა ზონა შეულესავია. დაუმუშავებელი ქვის კედლის სიბრტყე პირველ სართულზე უსახო, ერთსართულიანი მიშენებით არის დამახინჯებული, მეორე სართულზე კი ერთადერთი სწორკუთხა, მარტივი სარკმელია გაჭრილი. შენობა ნაგებია აბასთუმნისთვის სახასიათო ღია ფერის, დაუმუშავებელი ქვით. თლილი ქვის კვადრებით არის მონიშნული შენობის კუთხეები. შენობის გვერდითა ფასადები მოკლებულია ყოველგვარ დეკორს, უკანა, ზურგის ფასადი კი ნახევრად მიწაშია ჩასმული.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 6466