აბასთუმნის საცხოვრებელი სახლი (შოთა რუსთაველის 15)
აბასთუმნის საცხოვრებელი სახლი — არქიტექტურული ძეგლი ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმანში.
საერთო განაშენიანებიდან განცალკევებული და მთის ციცაბო კალთას მომიჯნავე, მართკუთხა, წაგრძელებული გეგმარების მქონე შენობა გრძელი ფასადით გამოდის ქუჩაზე და ოდნავ დიაგონალურად არის განთავსებული. ყოველივე ზემოთ თქმული კი შენობის იდეალურად აღქმის საშუალებას იძლევა. კურორტ აბასთუმნის მთავარ, რუსთაველის ქუჩაზე გამომავალი ფასადი ხის ღია, აწ უკვე შემინული გალერეებით არის მოცული. ამჟამად უკვე შუშაბანდში მოქცეული კედლის სიბრტყე შელესილ-შეღებილია, პირველ სართულზე ორი ფართო თაღოვანი ღიობით დანაწევრებული. პირველი სართულის გალერეის ხის დეტალებიდან თითქმის აღარაფერია შემორჩენილი, მეორე სართულის გალერეა, კი ავთენტური, ჭვირული მოაჯირით არის წარმოდგენილი. აღმოსავლეთის ფასადი შელესილ-შეღებილია. დეკორატიული წყობით არის მონიშნული შენობის კუთხეები. მეორე სართულზე ხის შეკიდული აივანია, აივანი შემინულია. შეცვლილია ხის დეტალები, ფიზიკური მდგომარეობის გამო აივანს ლითონის ხიმინჯები იჭერს. დასავლეთის ფასადი ყრუა, შეულესავი. მის ერთადერთ დეკორატიულ ელემენტს ფლეთილი ქვის წყობა წარმოადგენს. უშუალოდ მთასთან მომიჯნავე ფასადი ხის გალერეებიანია. რამდენიმე წლის წინ მომხდარმა ხანძარმა თითქმის მთლიანად შეიწირა ხის ღირებული დეტალები.
იხილდთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 6263