აბასთუმნის საცხოვრებელი სახლი (შოთა რუსთაველის 14)

აბასთუმნის საცხოვრებელი სახლიარქიტექტურული ძეგლი ადიგენის მუნიციპალიტეტის კურორტ აბასთუმანში. საცხოვრებელი სახლი მდებარეობს აბასთუმნის დასაწყისში, „სუბ გევორქის“ ეკლესიის პირდაპირ გზის გადაღმა.

ნაგებობა ერთასრთულიანია, მაღალი ნახევარსარდაფით. დღეისათის სახლს აღმოსავლეთ და დასავლეთ მხრიდან მიშენებები აქვს. აღმოსავლეთის მინაშენი ბლოკითაა ამოყვანილი და ჭვირულ ორნამენტებიანი აივნით სრულდება, ხოლო დასავლეთის მინაშენის ნახევარსარდაფის დონე აგურით და ცემენტის ხსნარითაა ამოყვანილი, ხოლო პირველი სართული ხისაა. დასავლეთის მინაშენის ნახევარსარდაფის დონეზე სავარაუდოდ ავტოფარეხია მოწყობილი. სახლის ძირითადი ნაწილი საკმაოდ სადა და აბასთუმნის არქიტექტურისთის დამახასიათებელი დეკორით გამოირჩევა. სამხრეთის ფასადი, ისევე როგორც ჩრდილოეთის ფასადი საკამოდ მაღალი სამკუთხა ფრონტონებით ბოლოვდება, რომლებიც სადა ორნამენტებითაა გაფორმებული. სახლი ნაგებია ქვით. ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან ბაღი შემოუყვება, ამავე მხარეს ჩამოედინება მდინარე ოძრხე.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 6451