აბასთუმნის საცხოვრებელი სახლი (ლ. ასათიანის 51)

არქიტექტურული ძეგლი
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

აბასთუმნის საცხოვრებელი სახლიარქიტექტურული ძეგლი ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმანში. აგებულია XIX საუკუნეში.

ლადო ასათიანის ქუჩის ერთი განშტოება მაღლა, მთის კალთისკენ ადის, ამ განშტოების ბოლოში ციცაბო მთის კალთის რთულ რელიეფზე გვხვდება მომცრო ზომის საცხოვრებელი ფუნქციის მატარებელი, სტილისტურად სრულიად განსხვავებული ორი შენობა. ერთ-ერთი მათგანი ქვის, ერთსართულიანი მრავალი გადაკეთებებით სახეცვლილი სახლია. სწორკუთხა ერთსართულიანი შენობის მთავარი, მომცრო ზომის ეზოში გამომავალი ფასადის ერთი ნაწილი თლილი ქვითაა ნაგები და დეკორატიული ფრონტონით დასრულებული, ცენტრში სხვადასხვა ზომის ქვის დეკორატიული წყობით მოჩარჩოებული ფართე სარკმელია გაჭრილი. ფრონტონში შემორჩენილია წარწერა, რომელიც სახლის აგების თარიღს გვამცნობს — 1891, მეორე ნაწილი ოდესღაც ხის ღია აივნით იყო გახსნილი, თუმცა აივანი ამოშენებულია ბლოკით. ამ ორი ზონის გასაყარზე, ფასადის თითქმის ცენტრში მოწყობილი შესასვლელი, ხის დამოუკიდებელი ორქანობა გადახურვით აქცენტრირებული პარმაღით არის მონიშნული, რომელთანაც ქვის კიბით ავდივართ. მიუხედავად მრავალი გადაკეთებვისა, სხვადასხვა სამშენებლო მასალის აღრევისა, ამ ყოველივეთი საკმაოდ შელახული ავთენტურობისა და მხატვრული სახისა, ეს ასწლოვან ხეებში დაბურულ, მომცრო ზომის ეზოში ჩამალული სახლი მაინც იქცევს ყურადღებას და ამას უპირველეს ყოვლისა ქვის დეკორატიული ფრონტონი განაპირობებს, რომელიც თვალში შენობასთან მოახლოებამდე, აღმართზე ასვილას გვხვდება.


იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 6251