აბასთუმნის საცხოვრებელი სახლი (ლ. ასათიანის 18)

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

აბასთუმნის საცხოვრებელი სახლიარქიტექტურული ძეგლი ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმანში. აგებულია XIX საუკუნეში.

ორსართულიანი, ხის მორებით ნაგები შენობა საკმაოდ მასშტაბურია. ხის მორებით აწყობილი კედლის სიბრტყესა და შუშაბანდების მონაცვლეობაზეა აგებულ საფასადე დეკორი. შენობის ოთხივე მხარე ორქანობა გადახურვითა და დეკორატიული, ჭვირული ფრონტონით ბოლოვდება. ასათიანის მხრიდან შენობა გზის პირიდან ოდნავ უკანაა დაწეული, სახლის წინ მომცრო ზომის ქვით ნაგები დამხმარე ნაგებობაა. ასათიანის ქუჩაზე გამომავალი ფასადზე არსებული ორიარუსიანი გალერეა ძლიერ დაზიანებული და სახეცვლილია. შემორჩენილია ჭვირულ ფარდიანი ოთხკუთხა სვეტები და კუწუბიანი კარნიზი, თითქმის მთლიანად არის დაკარგული მოაჯირი. მთავარ დეკორატიულ ელემენტს ცენტრში არსებული ორქანობა გადახურვით დაბურული სხვენი და მასში ჩასმული ჭვირული ფრონტონი წარმოადგენს. შენობას ამ მხრიდან მიდგმული აქვს ხის გადახურული, ერთმარშიანი კიბე. მდინარე ოცხისკენ გამომავალი ფასადის ცენტრში, ასევე ორქანობა გადახურვით აქცენტრირებული რიზალიტია, რომელიც შუშაბანდებით არის მოცული. გვერდითა ფასადები შუშაბანდიანი და ორქანობა მაღალი გადახურვებითაა აქცენტირებული.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 6245