აბასთუმნის საცხოვრებელი სახლი (ლ. ასათიანის 16)

არქიტექტურული ძეგლი

აბასთუმნის საცხოვრებელი სახლიარქიტექტურული ძეგლი ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმანში. აგებულია XIX საუკუნის დასასრულს.

ხის მორებით ნაგები ჯარგვალური ტიპის საცხოვრებელი სახლი მდებარეობს ასათიანის ქუჩაზე. სახლის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ კედლები ყრუა. ერთი პატარა მართკუთხა სარკმელი აქვს დატანილი სამხრეთ კედელზე. დასავლეთის კედელი შუშაბანდითაა წარმოდგენილი, აქედანაა სახლში შესასვლელი კარი. სავარაუდოდ ამ მხარეს ღია აივანი უნდო ყოფილიყო. ამ ტიპის საცხოვრებელი სახლი აბასთუმანში რამოდენიმეა შემორჩენილი. ნაგებობა გამოირჩევა თავისი არქიტექტურულ-მხატვრული სახით განაშენიანებაში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 20145