აბასთუმნის საცხოვრებელი სახლი (ლ. ასათიანის 12)

აბასთუმნის საცხოვრებელი სახლი — არქიტექტურული ძეგლი დაბა აბასთუმანში. აგებულია XIX საუკუნის დასასრულს.

ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შენობა არა მარტო ქუჩის, არამედ მთლიანად კურორტის მასშტაბით. შენობა ქუჩაზე წაგრძელებული მკლავით გამოდის. ფასადი სადაა, მშვიდი ზომიერად დეკორირებული, შეულესავ კედლის სიბრტყეს ხის შუშაბანდი უპირისპირდება. სრულიად საპირისპირო მდგომარეობაა მდინარისაკენ მიმართულ ფასადზე, რუსული Т-ს გეგმარების მქონე შენობის შვერილი მკლავი ჭვირულ მოაჯირიანი და კარნიზიანი, შემინული, ხის აივნითა და აივნის ცენტრში არსებული, დამოუკიდებელი ორფერდა გადახურვითა და ულამაზეს დეკორიანი ხის ფრონტონით, თაღითა და მოაჯირით აქცენტირებული პარმაღით არის წარმოდგენილი. ხის დეკორატიული დეტალები მაღალი ხარისხის შესრულებით და ხელოსნის მაღალი ოსტატობით ხასიათდება. მიუხედავად სახლზე არსებული რამდენიმე ხის მომცრო ზომის მინაშენისა შენობის მხატვრული სახე კარგად აღიქმება.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 6195