აბასთუმნის საცხოვრებელი სახლი (ზ. ფალიაშვილის 7)
არქიტექტურული ძეგლი
აბასთუმნის საცხოვრებელი სახლი — არქიტექტურული ძეგლი ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმანში.
რუსული „გ“-ს მოხაზულობის მქონე ორსართულიანი, საცხოვრებელი ფუნქციის მატარებელი შენობა ქვით არის ნაგები. ორი, ქუჩის და ეზოს ფასადი გალერეათა ერთიანი სისტემით არის გახსნილი. ღია, ხის გალერეების დიდი ნაწილი შემინულია, ნაწილი კი შეფიცრული. გალერეის დიდი ნაწილი ჭვირულ მოაჯირიანია და ბადისებრი წყობით შექმნილი სარტყელით არის წარმოდგენილი, ალაგ-ალაგ შემორჩენილია ჭვირული თაღებიც. საკმაოდ დიდი მოცულობის, ორი მხრიდან ორიარუსიანი გალერეების უწყვეტი სარტყელით მოცული შენობა ღირებულია, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მასშტაბური ობიექტი ურბანულ ქსოვილში, რომელიც განაპირობებს ფალიაშვილის ქუჩის ამ მონაკვეთის სახეს.
იხილეთ აგრეთე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 6298