აბასთუმნის საცხოვრებელი სახლი (ზ. ფალიაშვილის 23)
აბასთუმნის საცხოვრებელი სახლი — არქიტექტურული ძეგლი ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმანში. თარიღდება XIX საუკუნით.
სწორკუთხა, გეგმაში თითქმის ოთხკუთხა, სახლის საყრდენი კედლები აბასთუმნისთვის სახასიათო ფლეთილი ქვითაა ნაშენი და შუშაბანდებითა და აივნებითაა მოცული. მთავარი, ქუჩისკენ გამომავალი ფასადის სიბრტყე შელესილ-შეღებილია და დამოუკიდებელი ორქანობა გადახურვით, ხის, მხატვრულად დამუშავებული ფრონტონითა და შპილით არის აქცენტრირებული. ცენტრალური ზონა ხუთწახნაგოვანი, შვერილი აივნით არის დეკორირებული. დაბალ ქვის ცოკოლზე შესმული აივანი ჭვირულ მოაჯირიანი და თაღებიანია. ფრონტონი ორ ზონად არის გაყოფილი - ზედა სამკუთხა, ცხოველის გამოსახულებიან სიბრტყეს, ქვემოთ მაქმანისებრი ორნამენტიანი ცვლის. მაქმანისებრი ორნამენტი ძალზედ სახასიათოა აბასთუმანში არსებული ასეთი, საზაფხულო კოტეჯის ტიპის სახლებისთის, რაც რუსულ სამშენებლო ტრადიციებთან სიახლოვეს ავლენს. ეზოს ფასადს, რომელიც ასევე კარგად აღიქმება ქუჩიდან, მთელ სიგრძეზე ოდესღაც ღია გალერეა გასდევდა, ამჟამად გალერეა შემინულ-შეფიცრულია. ცენტრალური ზონა აქაც დეკორირებული ფრონტონით არის აქცენტრირებული.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 6292