აბასთუმნის საცხოვრებელი სახლი (ზ. ფალიაშვილის 17ა)

არქიტექტურული ძეგლი
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

აბასთუმნის საცხოვრებელი სახლიარქიტექტურული ძეგლი ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმანში. აგებულია XIX საუკუნეში. ფალიაშვილის ქუჩის დასაწყისში ყურადღებას იქცევს ერთმანეთის გვერდი-გვერდ განლაგებული რამდენიმე, მაღალი მხატვრული ღირებულების მქონე, ერთ ან ორსართულიანი, ქვით ნაგები და ხის ელემენტებით უხვად დეკორირებული შენობათა რიგი. განსაკუთრებით სამი სახლი, რომლებიც არქიტექტურული თვალსაზრისით ერთიან კომპოზიციად აღიქმებიან. სამი მხრიდან შემოზღუდულ და ქუჩისკენ გახსნილი ეზოს მარცხენა მხარეს განთავსებულია ფლეთილი ქვით ნაგები, ორსართულიანი შენობა. ალაგ-ალაგ შემორჩენილია ჭვირული მოაჯირისა და ბადისებრი დეკორით შექმნილი სარტყელის ფრაგმენტები. უკანა ზურგის კედელი ყრუა, შეულესავი. მიუხედავად გარკვეული ცვლილებებისა ობიექტს შენარჩუნებული აქვს ავთენტურობა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 6286