აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის თბილისის განყოფილება
აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის თბილისის განყოფილება (1986 წლამდე - ლაბორატორია) - აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის ასტუქტურული ქვედანაყოფი თბილისში. დაარსდა 1967 წელს. მისი დანიშნულებაა შეასრულოს ობსერვატორიის ფუნქციონირებისა და იქ ახალი ტექნიკის გამოყენებისათვის აუცილებელი ოპერატიულ-მექანიკური, საკონსტრუქტორო, გამოთვლითი და სხვა სამუშაოები, რომელთა შესრულება თვით ობსერვატორიაში, მთა ნაყოფილზე, მოუხერხებელია. დააჩქაროს ობსერვატორიაში მიღებულ დაკვირვებათა დამუშავება და შედეგების დასასტამბავად მომზადება. თსუ ასტრონომიულ კათედრასთან თანამშრომლობით ხელი შეუწყოს ასტრონომთა მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებას. გააადვილოს ობსერვატორიის აუცილებელი შემოქმედებით-ორგანიზაციული კონტაქტი ფიზიკურ, მათემატიკურ, მართვის სისტემების ინსტიტუტებთან და სხვა ორგანიზაციებთან.
განყოფილებას აქვს მზის სისტემის ფიზიკური კვლევის ლაბორატორია, ასტრონომიული ხელსაწყოთმშენებლობის ქველაბორატორია ოპტიკურ-მექანიკური სახელოსნო. აქვეა თეორიული ასტროფიზიკური განყოფილებაც.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 16.