აბაკი (არქიტექტურა)
აბაკი (ლათ. abacus — „დაფა“) — არქიტექტურაში, სვეტის ან პილასტრის კაპიტელის ზედა ფილა. კლასიკური არქიტექტურული ორდერების აბაკი ჩვეულებრივ კვადრატული ფორმისაა და აქვს სწორი (დორიული, იონიური ორდერი) ან მრუდხაზოვანი ნაპირები (კორინთული ორდერი). ქართულ ხუროთმოძღვრებაში აბაკი ხშირად მოჩუქურთმებულია.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 13.