აბაი
მთა საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში
აბაი[1] — მთა საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გუდაუთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ბზიფის ქედის დასავლეთ ნაწილში. სიმაღლე ზღვის დონიდან 2188 მ. აგებულია ცარცული კირქვებით, მერგელებით, თიხებითა და ქვიშაქვებით. წვერი გუმბათისებრი აქვს. სამხრეთი კალთა თანდათან ერწყმის მოვაკებულ ადგილ აბაის, დანარჩენი ციცაბოა და კარსტული. ჩრდილოეთ ფერდობზე ტყე ბუჩქნარია, სხვაგან — სუბალპური მდელო.
აბაი | |
---|---|
კოორდინატები: 43°20′23″ ჩ. გ. 40°32′28″ ა. გ. / 43.33972° ჩ. გ. 40.54111° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | გუდაუთის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2188 მ |
ქედი | ბზიფის ქედი |
ამგებელი ქანები | კირქვა, მერგელი, თიხა და ქვიშაქვა |
ლიტერატურა
რედაქტირება- უკლება დ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 12.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 13.