აბათუბანი — ისტორიული სოფელი სამხრეთ საქართველოში. გურჯისტანის ვილაიეთის ახალციხის ლივის ჭაჭარაქის ნაჰიეში. სოფელი მოხსენიებულია 1595 წლის „გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარში“.

ქართველი აღმოსავლეთმცოდნის, აკადემიკოს სერგი ჯიქიას მცირე კომენტარი სოფლის შესახებ: „ერთგან ჩამიწერია, რომ აბათუბანი ახლაც სოფელიაო“, თუმცა არასრულყოფილი ჩანაწერის გამო, ეს საკითხი გაურკვეველი დარჩა.

გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის მიხედვით სოფელ აბათუბანის წლიური გადასახადების ჯამი მარცვლეულსა და სხვაზე შეადგენდა 3000 ახჩას.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • დ. ნიკოლაიშვილი, დ. სართანია, ა. უჯმაჯურიძე, დ. კირთაძე, მ. კვეტენაძე. მესხეთი ოსმალური დავთრების მიხედვით. „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი", თბ., უნივერსალი, 2021, გვ. 1423