აბათაი-ხანი (მონღ. Автай сайн хаан; დ. 1534 — გ. 1586) — მონღოლი მთავარი, თუშეთუ-ხანების სამთავრო სახლის დამაარსებელი. 1577 დაიმორჩილა ოირათთა ტომები და მათ ხანად გამოაცხადა თავისი ძე. ავრცელებდა ლამაიზმს, რომლის მისაღებად 1577 იმოგზაურა ჰუჰ-ჰოტოში (ტიბეტი) და შეხვდა დალაი-ლამას. 1585 დაიწყო პირველი ლამაისტური მონასტრის ერდენი-ძუს მშენებლობა ხალხაში. რევოლუციამდელ მონღოლეთში აბათაის განსაკუთრებული კულტი არსებობდა.

აბათაი-ხანი

ლიტერატურა

რედაქტირება