ЗСУ-57-2

საბჭოთა თვითმავალი საზენიტო იარაღი
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

საბჭოთა თვითმავალი საზენიტო ქვემეხი ზსუ-57-2(ЗСУ-57-2– რუს.Зенитная Самоходная Установка,)

ZSU-57-2

ZSU-57-2
მოდიფიკაცია
საბრძოლო წონა, ტ 28.1
ეკიპაჟი, კაცი 6 ადამიანი
ისტორია
გამოშვების წელი(წლები) 19471954
ექსპლუატაციის წელი(წლები) 1947 - დღემდე
ზომები
სიგრძე ქვემეხით, მმ 8.46
კორპუსის სიგანე, მმ 3.27
სიმაღლე, მმ 2.75
შეიარაღება
ქვემეხის საბრძოლო მარაგი 300
ტყვიამფრქვევები 2 C-68 ქვემეხი
მობილურობა
ძრავის ტიპი V-54, 12 ცილინდრიანი ძრავა
ძრავის სიმძლავრე, ც.ძ. 580
გადაადგილების სიჩქარე ტრასაზე, კმ/სთ 50
სპეციალური სიმძლავრე, ც.ძ. 15,7

შექმნის ისტორია

რედაქტირება

1947 წელს კონსტრუქტორი გრიბინის მეთაურობით დაიწყო ЗСУ-57-2 პროექტირება,შეწყვილებული საზენიტო ქვემეხის С-60-ის ბაზაზე, რომელიც განკუთვნილი იყო მუხლუხებიანი შასისთვის და ასევე ბორბლებიან მისაბმელ მანქანაზე,საცდელი ნიმუში დამონტაჟებული იყო ბუქსირებადზე,ბუქსირებადი ვარიანტი დაწუნებული იქნა, ხოლო თვითმავალ ვერსიაზე კი მუშაობა გაგრძელდა და დაამონტაჟეს ტანკ Т-55 ის შასზე,თვიმავალ ვერსიას დაარქვეს ЗСУ-57-2 მისი გამოცდები მიმდინარეობდა 1950-1954 წლებში. შეიარაღებაში მიიღეს 1954 წელს,ჯავშან სატანკო მუზეუმის ცნობით მისი სერიული წარმოება მიმდინარეობდა უმსკის ნომერ 174 ქარხანაში 1955-1960 წლებში,ЗСУ-ს ისტორიის წიგნის მიხედვით წარმოება დაიწყო ნომერ 1001-ში 1958 წელს,სხვა მონაცემებით მიხედვით ამ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის გამოშვება მიმდინარეობდა 1957 წელს ქარხანა 946-ში

კონსტრუქცია

რედაქტირება
ЗСУ-57-2 ოპერაციის შესასრულებლათ მიდის

ЗСУ-57-2 წარმოადგენს მსუბუქ შეჯავშნულ მუხლუხებიან მანქანას მოძრავი კოშკურით რომელიც საშუალებას იძლევა აწარომოოს წრიული საზენიტო ცეცხლი ავტომატური ქვემეხით,მანქანის ძირითადი ნაწილებია:შეჯავშნული კორპუსი,კოშკურა,შეიარაღება,ძალური დანადგარი,გადამცემი,სავალი ნაწილი,ელექტრო მოწყობილობა,საშუალო დიაპაზონის კავშირი და ხანძარ საწინააღმდეგო მოწყობილობა. ჯავშნიანი კორპუსი შედგება სამი ნაწილისგან:სამართავი,საბრძოლო და ძალური დანადგარი:

  • 1)მართვის ცენტრი განთავსებულია წინა მარცხენა მხარეს იქვე მდებარეობს მექანიკოსის და მძღოლის საჯდომი სკამი
  • 2)საბრძოლო განყოფილება განთავსებულია კორპუსის შუა ადგილას
  • 3)ძალური მოწყობილობა განთავსებულია მანქანის უკანა ნაწილში, ეს ყველაფერი გამოიყოფოდა საბრძოლო გამყოფით,რომელიც შეჯავშნული იყო 13მმ ჯავშნით

კოშკურა იყო ახდილი, კოშკურა ბრეზენტის ტილოთი იფარებოდა

ომებში მონაწილეობა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ЗСУ-57-2“-დან