АКСМ-843, იგივე БКМ 84300М — ბელორუსის წარმოების, სამსექციური, სამშასიანი (ექვსღერძიანი), ნახევრადდაბალიატაკიანი, ორმხრივი მიმართულების ტრამვაის ვაგონი, რომელსაც კომპანია „ბელკომუნმაში“ აწარმოებს. ამ მოდელის პირველი ვაგონი 2008 წელს გამოუშვეს.

АКСМ-843 მინსკში
АКСМ-843 სანქტ-პეტერბურგში
АКСМ-843 ყაზანში

ტექნიკური აღჭურვილობა

რედაქტირება

ამ ვაგონის პირველი და ბოლო ურიკა გამწევია (ანუ მათ ყველა ღერძს აქვს მოტორი), ხოლო შუათანა, საყრდენი. ვაგონი აღჭურვილია მართვის IGBT სისტემით.

კონსტრუქციის თავისებურებანი

რედაქტირება
  • ძარა_მოდულური ტიპის;
  • ძარას საფარი დამზადებულია კომპოზიტური მასალებისგან;
  • ურიკები — გერმანული წარმოების;
  • სახსრები — გერმანული ფირმა HUBNER–ის;
  • სამუხრუჭე სისტემები — ჰიდრავლიკური, გერმანული კომპანია KNORR-BREMSE–ის წარმოების;
  • გამწევი ელექტროძრავები — გერმანული ფირმა VEM–ის;
  • გამწევი ელექტროამძრავები — პოლონური ფირმა MEDCOM–ის;

ტექნიკური მონაცემები

რედაქტირება
  • სიგრძე: 25,4მ
  • სიგანე: 2,5მ
  • სიმაღლე: 3,9მ
  • ტევადობა: 226
  • დასაჯდომი ადგილების რაოდენობა: 66
  • იატაკის სიმაღლე: 35/60 სმ
  • დაბალი იატაკის წილი (%): 80%
  • მოტორების სიმძლავრე: 4 x 105 kW
  • მაქსიმალური სიჩქარე: 100 კმ/სთ

გაყიდვები

რედაქტირება

2015 წლის ოქტომბრის მდგომარეობით АКСМ-843 ექსპლუატაციაშია შემდეგ ქალაქებში:

ქვეყანა ქალაქი ექსპლუატატორი ტიპი გამოშვების წლები ვაგონების რაოდენობა შეკვეთილია
  მინსკი მინსკის ტრამვაი БКМ 84300М 2008 — 2011 5
  ყაზანი ყაზანის ტრამვაი БКМ 84300М 2013 — 2014 20
სანქტ-პეტერბურგი სანქტ-პეტერბურგის ტრამვაი БКМ 84300М 2012 3
  კიევი კიევის ტრამვაი Богдан TR843 2011 1

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=АКСМ-843&oldid=4373054“-დან