Škoda 26T (სავაჭრო დასახელება ForCity Classic) — ხუთსექციური, ექვსღერძიანი, 100% დაბალიატაკიანი ტრამვაის ვაგონი. ააგო კომპანია Škoda Transportation-მა უნგრეთის ქ. მიშკოლცისთვის.

Škoda 26T საცდელი მანევრებისას პლზენში

კონსტრუქცია

რედაქტირება

ვაგონის კონსტრუქცია არის Škoda 14T-ს მსგავსი, თუმცა აქვს განსხვავებული დიზაინი, რომელიც შეიქმნა დიზაინის სტუდია Aufeer Design-ის მიერ. ვაგონი არის 100% დაბალიატაკიანი, ხუთსექციური და ეყრდნობა სამ ორღერძიან ურიკას, რომელთაგან პირველი და ბოლო არის გამწევი (მოტორებიანი). ვაგონს ორივე გვერდზე აქვს ექვს-ექვსი კარი, რომელთაგან პირველი და ბოლო ცალფრთიანია. ვაგონები აღჭურვილია გათბობა-კონდიცირების სისტემით. ტევადობა – 300 მგზავრზე მეტი. 1 ვაგონის ღირებულება 55 მლნ ჩეხურ კრონას შეადგენს (2014 წლის თებერვლის კურსით 1,8 მლნ ევრო).

ტექნიკური მონაცემები

რედაქტირება
  • სიგრძე (ქუროების გარეშე): 32,1 მ
  • სიგანე: 2,65 მ
  • მაქს. რეკომენდებული სიჩქარე: 70 კმ/სთ
  • ლიანდაგის სიგანე: 1435 მმ

ტევადობა

რედაქტირება
  • დასაჯდომი ადგილები: 56
  • დასადგომი ადგილები: 176 (4 მგზავრი./მ²)

მოტორები და ელ. აღჭურვილობა

რედაქტირება
  • მოტორების რაოდენობა და სიმძლავრე: 4×100 kW
  • ძაბვა: 600 V

ლიტერატურა

რედაქტირება
  • HINČICA, Libor. Tramvaje Škoda 26T pro maďarský Miskolc. Československý dopravák. 2012, čís. 2, s. 12–16.
  • HINČICA, Libor; ŠLEHOFER, Jan. Škoda 26T pro Miskolc na zkouškách v Plzni. Československý dopravák. 2013, čís. 3, s. 22–24.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Škoda_26T&oldid=4727859“-დან