Škoda 14 T (იგივე Škoda Elektra) — ხუთსექციური, სამურიკიანი (ექვსღერძიანი), ნახევრადდაბალიატაკიანი, ცალმხრივი მიმართულების ტრამვაის ვაგონი, რომელიც კომპანია შკოდამ (Škoda) პრაღის ტრამვაის ქსელისთვის ააგო (იხ. სტ.: პრაღის ტრამვაი). მისი დიზაინი პორშეს დიზაინერთა ჯგუფმა შეიმუშავა. Škoda 14 T კონსტრუქციით Škoda 05 T–ს ჰგავს. მისი იატაკის ფართის 50% დაბალია (ლიანდაგის ზედაპირიდან 35 სმ). პრაღის ტრამვაის სისტემის მცირერადიუსიანი მოსახვევებისა და დიდქანობიანი აღმართების (8,5%–ზე მეტი) გამო, ამ ვაგონებს პრაღაში მუშაობა უჭირთ.

Škoda 14T პრაღაში
Škoda 14T-ს ინტერიერი

პროდუქცია

რედაქტირება

პირველი Škoda 14 T 2005 წელს გამოუშვეს და 2008 წლისთვის მათი რაოდენობა 40–მდე გაიზარდა. 2010 წლის მდგომარეობით პრაღაში ამ მოდელის 60 ვაგონი მუშაობს.

ტექნიკური მონაცემები

რედაქტირება
  • სახსრების რაოდენობა: 4 (5 სექცია)
  • სიგრძე: 31,25 მ
  • სიგანე: 2,46 მ
  • სიმაღლე: 3,4 მ
  • ცარიელი ვაგონის წონა: 38,3 ტ
  • ადგილების ჯამური რაოდენობა: 279
    • დასაჯდომი: 69
    • დასადგომი: 210 (8 კაცი/მ²)
  • მაქს. რეკომენდებული სიჩქარე: 60 კმ/სთ
  • დაბალი იატაკი: 50%
  • იატაკის სიმაღლე 35/78 სმ
  • მოტორების სიმძლავრე: 540 kW (6 x 90 kW)
  • ურიკები: ფიქსირებული
  • ლიანდაგის სიგანე: 1 435 მმ

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Škoda_14T&oldid=4080548“-დან