Real World Studios

პიტერ გაბრიელის მიერ დაარსებული Real World Records-ის ჩამწერი სტუდია (1989)

Real World Studios — ხმისჩამწერი სტუდია, რომელიც მდებარეობს უილტშირის საგრაფოში. იგი ექვემდებარება ხმისჩამწერ ლეიბლს Real World Records Ltd., რომელიც დაარსებულია მუსიკოს პიტერ გებრიელის მიერ. სტუდია განლაგებულია ქალაქისგან იზოლირებულ ადგილას და მუსიკოსებს უქმნის შემოქმედებით ატმოსფეროს.

სტუდიის ყველაზე ცნობილი ოთახია Big Room (დიდი ოთახი), რომელიც ითვლება მსოფლიოს სტუდიებს შორის ყველაზე დიდ საკონტროლო ოთახად. მას ერთვის ე.წ. ’ტყის ოთახი’.

სხვადასხვა დროს სტუდიაში მუშაობდნენ: ჯეი-ზი, ბიონსე ნოულსი, მიუზი, Take That, შადეი, New Order, ტომ ჯონსი, Stereophonics და კაილი მინოუგი.[1]

სქოლიო რედაქტირება

  1. Wiltshire Times & Chippenham News - Comprehensive news, sport, leisure, classifieds and much more! - Studio gives 007 a shake and stir. archive.wiltshiretimes.co.uk. ციტირების თარიღი: 2009-10-23.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება