შონ კორი კარტერი (დ. 4 დეკემბერი, 1969),[2] უფრო მეტად ცნობილი სასცენო ფსევდონიმით ჯეი-ზი (Jay-Z) — ამერიკელი რეპერი, ბიზნესმენი და მსახიობი. იგი არის ამერიკის ერთ-ერთი გავლენიანი ჰიპ-ჰოპ შემსრულებელი, რომლის ქონება 450  მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.[3][4] მას მსოფლიო მასშტაბით გაყიდული აქვს დაახლოებით 50 მილიონი ალბომი, მიღებული აქვს 24 გრემის ჯილდო და მრავალი სხვა ნომინიმაცია.[5][6]

ჯეი-ზი

ჯეი-ზი 2011 წელს
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი შონ კორი კარტერი
დაბ. თარიღი 4 დეკემბერი, 1969 (1969-12-04) (54 წლის)
ბრუკლინი, ნიუ იორკი, აშშ
დაბ. ადგილი ბრუკლინი[1]
ჟანრ(ებ)ი ჰიპ ჰოპი
საქმიანობა რეპერი, პროდიუსერი, New Jersey Nets-ის თანამფლობელი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი
აქტიური 1988–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Roc Nation
საიტი
ჯეი-ზი ვიკისაწყობში

ჯეი-ზი არის კლუბის 40/40 და NBA-ს New Jersey Nets თანამფლობელი და ასევე ჩაცმულობის ხაზის Rocawear შემქმნელი. იგი არის Def Jam Recordings-ის ყოფილი გენერალური დირექტორი, ლეიბლის Roc-A-Fella Records ერთ-ერთი დამფუძნებელი და Roc Nation-ის უშუალო დამფუძნებელი. როგორც სოლო-შემსრულებელს, მას აქვს დამყარებული რეკორდი ბილბორდ 200-ში ერთდროულად რამდენიმე ალბომის წარმატების მხრივ. ბილბორდის ცხელ ასეულში პირველ ადგილზე სხვადასხვა დროს მოხვდა მისი ოთხი სინგლი.

2008 წლის 4 აპრილს მან იქორწინა ბიონსე ნოულსთან. 2009 წლის 11 დეკემბერს ჯეი-ზი ბილბორდის მიერ დასახელებული იქნა 2000-2009 წლების #5 საუკეთესო მამაკაც შემსრულებლად და მეოთხე პოზიციაზე რეპერ შემსრულებელთა სიაში, ემინემის, ნელისა და 50 Cent-ის შემდეგ.[7]

ადრეული ცხოვრება რედაქტირება

შონ კარტერი წარმოშობით მერსი ჰაუსისიდან არის, ბრუკლინის (ნიუ-იორკი) მეზობლად მდებარე ბედფორდ-სტუივიზანტიდან.[8] ოჯახიდან მამის წასვლის შემდეგ იგი, თავის სამ და-ძმასთან ერთად, გაზარდა დედამ, გლორია კარტერმა. ტექსტებში ჯეი-ზი ახსენებს, რომ 1982 წელს, 12 წლის ასაკში, ძმას ზურგში ესროლა მისი ძვირფასეულობის მოპარვის გამო.[9][10] ელაი უიტნის სკოლაში (სანამ იგი დაიხურებოდა) ჯეი-ზი დადიოდა მომავალ რეპერ AZ-სთან ერთად. ამას მოჰყვა ჯორჯ უესტინგჰაუზის კარიერისა და ტექნიკური განათლების სკოლაში (ტრენტონი, ნიუ-ჯერსი), მაგრამ იგი არ დაუმთავრებია.[11] თავის სიმღერებში რეპერი ხშირად ახსენებს, რომ კოკაინის გაყიდვით იყო დაკავებული.[10] იგი აგრეთვე ამტკიცებს, რომ ცხოვრებაში სამჯერ ესროლეს.[9]

დედის თანახმად, კარტერი ღამით ოჯახს აღვიძებდა სამზარეულოს მაგიდაზე რიტმების დაკვრით. საბოლოოდ, დედამ მას დაბადების დღეზე უყიდა ბუმ-ბოქსი და მუსიკისადმი ინტერესი უფრო გაუღვივა. მან დაიწყო ფრისტაილი, ტექსტების წერა და თავისი დროის პოპულარული მუსიკოსების მოსმენა.[12] სამეზობლოში კარტერი ცნობილი იყო ზედმეტსახელით Jazzy, რომელიც შემდგომში იქცა მის სასცენო სახელად Jay-Z. ეს აგრეთვე არის მისი მუსიკალური დამრიგებლის, Jaz-O-სადმი პატივისცემის ნიშანი, ისევე, როგორც ნიუ-იორკის მეტროს ხაზის J/Z-ის ციტირება (მისი ერთ-ერთი სადგური მდებარეობს ბრუკლინში).[8]

ადრეული კარიერა რედაქტირება

ჯეი-ზი ნაწილობრივ ჟღერს Jaz-O-ს 1980-იანი და 1990-იანი წლების ადრეულ ჩანაწერებზე - მათ შორის, სიმღერებში "The Originators" და "Hawaiian Sophie".[13] ჯეი-ზი ხმისჩამწერ ლეიბლთან კონტრაქტის მოსაპოვებლად აგრეთვე მონაწილეობდა 1990-იანი წლების დასაწყისში გამართულ რეპ-შეჯიბრებში LL Cool J-სთან.[14] ფართო მსმენელმა იგი გაიცნო Big Daddy Kane-ის 1994 წლის ალბომზე Daddy's Home წარმოდგენილი "Show and Prove"-ით. ამ პერიოდში ჯეი-ზის იცნობდნენ, როგორც Big Daddy Kane-ის „ჰაიპ-მენს“,[15] თუმცა კეინი ხსნის, რომ ეს მოვალეობა მასთან არავის ჰქონია და ამის მაგივრად მასთან უბრალოდ მოწვეული სტუმრები ჩნდებოდნენ. მისი თქმით, კოსტუმის გამოსაცვლელად სცენის დატოვებისას იგი სცენაზე ჯეი-ზის და Positive K-ს ტოვებდა, რომლებიც მის დაბრუნებამდე ფრისტაილს ასრულებდნენ.[16] ახალგაზრდობაში ჯეი-ზი Big L-ის სიმღერაში "Da Graveyard" და Mic Geronimo-ს "Time to Build"-ში (1995) გამოჩნდა (რომელშიც აგრეთვე მონაწილეობდნენ DMX და ჯა რული. კარტერის პირველი ოფიციალური რეპ-სინგლი იყო "In My Lifetime", რომელსაც ახლდა მუსიკალური ვიდეოც. სინგლის b-გვერდს, "I Can't Get With That", ასევე დაერთო გამოუცემელი მუსიკალური ვიდეოს მომზადება.[17]

დისკოგრაფია რედაქტირება

სტუდიური ალბომები
თანამშრომლობები

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო რედაქტირება

  1. Person Profile // კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა — 1990.
  2. Mikelbank, Peter. http://www.people.com/people/article/0,,20164322,00.html დაარქივებული 2011-08-12 საიტზე Wayback Machine. People Magazine article, December 5, 2007. Retrieved October 31, 2009.
  3. The Greatest MCs of All Time MTV. Retrieved on December 26, 2006
  4. O'Malley=, Zack (September 22, 2010). „Jay-Z’s $50 Million Music Box“. Forbes. დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 23, 2010. ციტირების თარიღი: November 22, 2010.
  5. Sherwin, Adam (June 26, 2008). „Blingedup wellies for Glastonbury arrive at JayZs hotel“. The Times. London.
  6. RIAA – Gold & Platinum – August 8, 2008. Riaa.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 1, 2007. ციტირების თარიღი: September 4, 2010.
  7. http://www.billboard.com/#/charts-decade-end/artists-of-the-decade?year=2009
  8. 8.0 8.1 Birchmeier, Jason. Jay-Z Biography. Allmusic. Retrieved August 24, 2007.
  9. 9.0 9.1 „The King Of Rap“. CBS News. November 18, 2002. დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 14, 2013. ციტირების თარიღი: ივლისი 15, 2013.
  10. 10.0 10.1 Adaso, Henry. How Well Do You Know Jay-Z? დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine. About.com. Retrieved August 24, 2007.
  11. Jay-Z Picture, Profile, Gossip, and News at. Celebritywonder.com. ციტირების თარიღი: July 31, 2011.
  12. "December 4", The Black Album – ჯეი-ზი
  13. Edwards, Paul, 2009, How to Rap: The Art & Science of the Hip-Hop MC, Chicago Review Press, p. xi.
  14. Koroma, Salima (May 15, 2009). „Industry Insider Reveals "Secret War" Between LL Cool J and Jay-Z“. HipHopDX. ციტირების თარიღი: October 9, 2009.
  15. Edwards, Paul, 2009, How to Rap: The Art & Science of the Hip-Hop MC, Chicago Review Press, p. 316.
  16. Big Daddy Kane – The Unkut Interview | unkut.com – A Tribute To Ignorance (Remix). unkut.com. ციტირების თარიღი: June 25, 2010.
  17. I Can't Get With That Music Video. Youtube (November 22, 2006). ციტირების თარიღი: September 4, 2010.